იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომელიც კორონავირუსის ე.წ. ომიკრონის შტამს ახასიათებს. ჩხაიძის თქმით, ახალი შტამი მსუბუქ გაციებას ჰგავს:
"კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ, მიუთითებს იმაზე, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ეფექტურია 33%-ით ინფიცირების შემთხვევების, ხოლო 70%-ით მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით. 3-დღიანი ავადობა ახასიათებს, ძირითადად, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი - ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას. ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვის არის ძალიან საყურადღებო არის ის, რომ "ომიკრონით" ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი, გაცილებით ვიდრე ეს იყო დელტა ვარიანტის შემთხვევაში," - აცხადებს ჩხაიძე.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)