მოქალაქე ლიკა მახარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 2 წლის შვილიშვილზე ერთ-ერთ კერძო ბაღში ფიზიკურად ძალადობდნენ.მისივე თქმით, საქმეში პოლიცია ჩაერთო, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, როგორ ცემს ძიძა ბავშვს.როგორც ბავშვის ბებია ამბობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და "აღმოჩნდა, რომ სხვა მშობლებსაც ჰქონდათ ეჭვები, რადგან მათაც უფიქსირდებოდათ დაზიანებები"."ახლა დავჯექი, გონზე ჯერ ვერ მოვსულვარ, თუმცა ვეცდები, თანმიმდევრობით მოვყვე... ეს გამაოგნებელი ამბავი ჩემს შვილიშვილს, დაჩის, ეხება. დაჩი 2 წლის არის და უკვე 9 თვეა დადის ბაღში (ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი - ABC). თითქმის ერთი თვეა ბავშვი ბაღიდან მოდის დაზიანებებით. (აქ, ფოტოებში, დაჩის პირველი და ბოლო, მე-6 დაზიანებებია ნაჩვენები, თუმცა დედამისს ყველა დაზიანების ფოტო ჰქონდა და მიაწოდა გამოძიებას).
როცა პირველად შეამჩნია ქრისტიმ, მაშინვე დაურეკა ბაღის დირექტორს - ანი ჯოლბორდს და ყოველი მომდევნო შემთხვევის დროს ატყობინებდა და სთხოვდა, ენახა კამერები და გაერკვია, რატომ მოდიოდა ბავშვი ბაღიდან დაზიანებებით! ამ ქალბატონის მხრიდან მოვისმინეთ ათასი ვერსია, რომ იქნებ ბავშვები ჩხუბობდნენ, იქნებ შემთხვევით ეცემოდა, იქნებ, თავს იზიანებდა სათამაშოთი ( ერთსა და იმავე ადგილს - კისერს - სისტემატურად) იქნებ.... იქნებ... იქნებ... ერთ-ერთი იქნები ისიც იყო, სახლში ხომ არ ემართებაო, ანუ თქვენ ხართ დამნაშავეო და ჩვენ გვაბრალებთო
ქალბატონმა საბავშვო ბაღის დირექტორმა არასოდეს შეიწუხა თავი, რომ კამერები ენახა (ან იქნებ ნახა კიდევაც! მისგან აღარაფერი გამიკვირდება!).
ხოდა ბოლოს, ხუთშაბათს, ბავშვი ისევ დაზიანებით წამოიყვანა ქრისტიმ ბაღიდან. გამოყვანამდე ანი ჯოლბორდმა ჩაუგდო ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს დაჩის სათამაშო მარტორქა და მიაყოლა განმარტება, რომ ამ მარტორქით ბავშვმა თავი დაიზიანა და ვერ ართმევენ, რადგან ტირის. (მისი მოკლე ჭკუით ჩვენ დავიჯერებდით, რომ ბავშვი მთელი თვის განმავლობაში კისრის არეში ირჭობდა რეზინის მარტორქას და სისხლს იდენდა). ნუ, რა თქმა უნდა, ქრისტიმ კვლავ მოითხოვა კამერების შემოწმება. ამჯერად კი იყო სრულიად გამაოგნებელი პასუხი, რომ ნაკაწრების გამო კამერებს ვერ შეამოწმებდნენ და, საერთოდაც, ძალიან დაიღალა მისი პრეტენზიებით, ესაუბრა დამფუძნებლებს და გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ მისთვის ხელშეკრულება, ბავშვს ნუღარ მოიყვან და დარჩენილი დღეების თანხას უკან გადმოგირიცხავთო!
არ ვიცი, ვერაფრით ვხვდები, რატომ აძლევდა თავად მცირეწლოვანი შვილების დედა თავს მსგავსი სითავხედის უფლებას!!!
აღშფოთებულმა დაჩის დედამ 112-ში დარეკა იმის გასარკვევად, ვინ დაეხმარებოდა კამერების ნახვაში, 112-მა შეატყობინა შესაბამის ორგანოებს. ქრისტის დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა პოლიციაში მისვლა. ქრისტი კი შეპირდა, მაგრამ იმ დღეს თავი შეიკავა, შეეცადა დამფუძნებლებისთვის მიეწვდინა ხმა, რომ ისინი მაინც დახმარებოდნენ კამერების ნახვაში. დახმარებით არავინ დახმარებიან, მაგრამ გაიგო, რომ ანი ჯოლბორდი ავრცელებდა ხმას, თითქოს დაჩი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი იყო და თვითონ იყენებდა დაზიანებებს, რაც სიცრუეა, თუმცა ესეც რომ იყოს, მით უარესი მისთვის. ამდენს აშკარად ვერ ხვდება, როგორც ჩანს, არა აქვს სათანადო განათლება და განწყობა, რომ ბაგა-ბაღს მართავდეს!
ხოდა მეორე დილას რომ გამომძიებელმა კვლავ დაურეკა ქრისტის (განსაკუთრებული მადლობა მას ამ დაჟინებისთვს!), ქრისტი მივიდა პოლიციაში. მათ სასწრაფოდ მოახდინეს რეაგირება - შევიდნენ ბაღში, ამოიღეს კამერები და ნახეს ბავშვზე ძალადობის კადრები!!!
ქრისტიმ მითხრა, ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს შვილსო! როგორ ტირის ორი წლის ბავშვი და არავინ შველის!!! წარმოგიდგენიათ ხალხო?!!!იმ ბაღში ხომ მუშაობენ სხვა ძიძები, დამლაგებლები, მზარეულები, მეთოდისტი, ალბათ ფსიქოლგიც და ა.შ. ...
ეს კონკრეტული ფაქტი სამზარეულოში, კამერების წინ ხდება და ბავშვს არავინ ესარჩლება, ამ მხეცისგან არავინ იცავს!!! ვიშორებ თავიდან ფიქრებს, რა ხდებოდა მოფარებულ ადგილებში ამ 9 თვის განმავლობაში, რამხელა სტრესში ყავდათ ბავშვები!!!
ახლა მიმდინარეობს მოკვლევა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ორი კვირის ჩანაწერი აქვთ (მეტს ეტყობა არ ინახავენ), სწავლობენ მასალებს. აღმოჩნდა, რომ სხვა მშობლებსაც ჰქონდათ ეჭვები, სხვა ბავშვებსაც უფიქსირდებოდათ დაზიანებები. მოკლედ, საქმე აღძრულია და სწავლობენ მტკიცებულებებს. ჩვენ ამას ვერც კი წარმოვიდგენდით!
დაჩი არ ლაპარაკობს და უკვე ორი თვეა მეტყველების თერაპევტთან დაჰყავს ქრისტის. მე ვეუბნებოდი, რატომ ჩქარობ, ბავშვი ჯერ მხოლოდ ორწლინახევრისაა, ბიძამისმაც სამი წლისამ დაიწყო ლაპარაკითქო. მაინც მიიყვანა. ალბათ, ეს ფაქტი გამოიყენა ანი ჯოლბორდმა იმ სიცრუის მოგონებისთვის, რომ ბავშვი სპეციალური საჭიროებისაა და თავსაც იზიანებს და, სავარაუდოდ, სხვა ბავშვებსაცო!!!
იმ კონკრეტულ ძიძაზე აღარაფერს ვწერ, სახელსაც კი არ ვახსენებ მისას, უსახელო უსახური არსებაა ის და თავისას მიიღებს! ეხლა ცრემლებად იღვრება თურმე და პატიებას ითხოვს, არაადეკვატურობას და ფსიქიკურ აშლილობას თამაშობს. მათი მოგონილი სიცრუის სცენებს რომ დგამდნენ ეგ და ანი ჯოლბორდი და ტყუილებს ავრცელებდნენ, მაშინ ხომ იყო ადეკვატური და დალაგებული გაიძვერა ორივე!!!კიდევ რა გამოაშკარავდება და ვინ იქნება ამ ყველაფერი გარეული, დრო და გამოძიება გვიჩვენებს! რაც ვიცით, უკვე შემზარავია - ბავშვს კისრით ათრევდა ეს მხეცი, თან ისე უჭერდა ფრჩხილებს, რომ სისხლი სდიოდა!!!ბაღიდან ჯერ არავინ შეგვხმიანებია, არავის მოუკითხავს ბავშვი, არავის გამოუხატავს თანაგრძნობა და წუხილი, პასუხისმგებლობა, რომ ორი წლის ბავშვი ცხრა თვეა მათი უყურადღებობის გამო ძალადობის მსხვერპლია!!!
გუშინ დავიწყე გამოსვლა შოკიდან და ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციაზე, მის დამფუძნებლებზე და თანამშრომლებზე. გამაოგნებელია, რომ ასეთ "პრესტიჟულ'' და გაპიარებულ ორგანიზაციაში, რომელიც რამდენიმე ფილიალითაა თბილისში წარმოდგენილი, არ აღმოჩნდა არც ერთი პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის უნარის მქონე თანამშრომელი, ადამიანი!!!
ცხოვრებაში პირველად დავწერე ამ სიგრძე პოსტი. მაქსიმალურად შევეცადე კორექტული, თანმიმდევრული და ლაკონური ყოფილიყო ჩემი სათქმელი და ნერვები და ემოციები მომეთოკა" - წერს ლიკა მახარაშვილი.
ფოტოზე გამოსახულია ბავშვის დედა ქრისტინე ლომიძე.წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)