» პოპულარული » "მორიგი თაღლითობა არ გაგივათ! სულ რომ შევაკვდე ამ საქმეს, სიმართლე გაიმარჯვებს" - მომღერალი ქეთი ჩხაიძე დუეტ "ლეონთან" დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

"მორიგი თაღლითობა არ გაგივათ! სულ რომ შევაკვდე ამ საქმეს, სიმართლე გაიმარჯვებს" - მომღერალი ქეთი ჩხაიძე დუეტ "ლეონთან" დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს



"მორიგი თაღლითობა არ გაგივათ! სულ რომ შევაკვდე ამ საქმეს, სიმართლე გაიმარჯვებს" - მომღერალი ქეთი ჩხაიძე დუეტ "ლეონთან" დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს



"დუეტ "ლეონს" ვუჩივლე სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ვდებ 3 წლის წინანდელ ვიდეოს, რომ გაიგოთ ლეონის თაღლითობა ბევრი გადაზიარება მჭირდება" - ამის შესახებ მომრერალი ქეთი ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქეთი ჩხაიძე ვიდეოს კომენტარებში განმარტავს, რომ პირველი სასამართლო სხდომა დღეს ჩატარდა, თუმცა დუეტი "ლეონი" ადგილზე არ გამოცხადა.

"ეს ვიდეო, 3 წლის წინ არის ჩაწერილი, ახალი არ გეგონოთ! ახლა, დუეტი "ლეონის" რეიტინგი, ისეა დაცემული, ვერასდროს შემწვდება! ჩემი რეიტინგი კი, მოწოდების სიმაღლეზეა, რადგან მე ნამდვილი ვარ და სხვისთვის არ მომიპარავს სიმღერები! 3 წელი ველოდებოდი ამ დღეს! 3 წელი გაიწელა და დღეს პირველი პროცესი გვქონდა ქუთაისის სასამართლოში, სადაც წვერავა და კენჭიაშვილი, არც გამოცხადდნენ და თავისნაირი ადვოკატი ჰყავთ აყვანილი, რომელიც მარტო მობრძანდა პროცესზე და იმდენი ტყული თქვა, ყველა გაოცებული დაგვტოვა! მაგრამ ფაქტები სხვას ამბობს და მორიგი თაღლითობა არ გაგივათ!!!! სულ რომ შევაკვდე ამ საქმეს, სიმართლე გაიმარჯვებს!!!!! ყველანაირი ფაქტი სასამართლოში დევს და კიდევ როგორ ბედავთ ტუილებს?! ხავსს ეჭიდებით? მაგასაც ვნახავთ, ბოლოს რას მოეჭიდებით

მაქსიმალური გადაზიარება მეგობრებო! მე ადვოკატი არ მყავს, ჩემი ადვოკატის მოსყიდვაც სცადა! უადვოკატოდ ვიბრძვი ამ მონსტრის წინაშე, მას კი თავისნაირი გაქექილი ადვოკატი ჰყავს, რომელსაც შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი და ყველანაირი ბინძური გზით ცდილობს სასამართლოზე მანიპულირებას გადააზიარეთ მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენი ძალა!!!! ახლა, როგორც არასდროს, ისე მჭირდება ხალხის გვერდში დგომა" - წერს ქეთი ჩხაიძე.

წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+