ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან გავრცელებული ვიდეოები უკვე დიდი ხანია, ცდება საქართველოს საზღვრებს. დემეთ ოზდემირისა და სელინ დიონის ყურადღების შემდეგ, პატარა ქართველ გოგონას ყურადღება თურქულმა მედიამაც მიაქცია.
ამჯერად თურქული პრესის ყურადღების ცენტრში ტარკანის ლეგენდარულ ჰიტზე, “Şımarık”-ზე შესრულებული ცეკვის ვიდეო მოექცა.
როგორ ეხმაურება თურქული მედია ქართველი ევას ვიდეოს?თურქული გამოცემები აღფრთოვანებას ვერ მალავენ პატარა ევას არტისტულობით.
“Şımarık-ის აჟღერებაზე მან თავი ვერ შეიკავა! თურქული პოპის უბერებელ სიმღერას აყოლილი პატარა ქართველი გოგონას რიტმული ცეკვა და უშუალო ემოციები სოციალურ ქსელში ნამდვილ სენსაციად იქცა.” - წერს თურქული მედია.უცხოური პრესა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ვიდეოს ათასობით დადებითი კომენტარი და მოწონება მოჰყვა, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი თვითონ ტარკანის რეაქცია აღმოჩნდა - თურქეთის პოპ-ვარსკვლავმა პატარა მოცეკვავის ვიდეო პირადად მოიწონა. თურქული მედია წერს, რომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ “Şımarık”-ს ასაკი არ აქვს და ტარკანის შემოქმედება თაობიდან თაობას გადაეცემა.
განაგრძეთ კითხვა>>>წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)