» პოპულარული » რას ამბობს რუსკა მაყაშვილი ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, როგორ გაჩერდა ზიპლაინი

რას ამბობს რუსკა მაყაშვილი ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, როგორ გაჩერდა ზიპლაინი



რას ამბობს რუსკა მაყაშვილი ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, როგორ გაჩერდა ზიპლაინი



სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის ვი­დეო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და - ვი­დეო აჟი­ო­ტა­ჟი და არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოყ­ვა. კად­რებ­ში შე­ში­ნე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ჩანს გა­ჩე­რე­ბულ ზიპ­ლა­ინ­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ ვი­დე­ო­ზე იცი­ნის, ნა­წი­ლიც კი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­სა­ცი­ლო არა­ფე­რია. რუს­კამ ვი­დეო თავ­და­პირ­ვე­ლად თვი­თონ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მსა­ხი­ო­ბი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ "აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი ამო­ვარ­და, წონა არ ეყო და ამის გამო ზიპ­ლა­ი­ნი შუა გზა­ზე გა­ჩერ­და".რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:"აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი ამო­ვარ­და. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ჩემი წონა არ ეყო, ქარ­მა უკან წა­მი­ღო და შუა გზა­ზე გავ­ჩერ­დი. ბი­ჭე­ბი იმ­დე­ნად ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი და უძ­ლი­ე­რე­სე­ბი არი­ან, მა­შინ­ვე იქ გაჩ­ნდნენ.
მოკ­ლედ, ჩემ­ნა­ი­რი წო­ნის ხალ­ხი ასეთ ქარ­ში არ უნდა დას­ხდნენ. სულ ეგ არის!

ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­მაღ­ლის მე­ში­ნია და არა­ვინ არ იცის სა­ერ­თოდ იქ რა­ტომ დავ­ჯე­ქი, არც მე ვიცი. თან შუა გზა­ზე რომ გა­მო­ვე­კი­დე, უკვე პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა მე­წყე­ბო­და და თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფან­ტას­ტი­კუ­რი ბიჭი ორ წამ­ში შე­მო­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი მო­აგ­ვა­რა. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად არის და ვი­დეო იმი­ტომ დავ­დე, ხალ­ხი გა­ერ­თოს. კო­მენ­ტა­რე­ბი არ წა­მი­კი­თხავს, მაგ­რამ ვინც რას იფიქ­რებს, იმას და­წერს. ვი­ღა­ცას არ ეში­ნია სი­მაღ­ლის, ვი­ღა­ცას ეში­ნია და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა ეწყე­ბა 300 მეტრზე გა­მო­კი­დე­ბულს. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+