12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც ასე ითარგმნება:
„მოვიდა დრო“, „დადგა დრო“.
„
ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ...“, - ეხმიანებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ოსურ ენაზე დაწერილ პოსტს.
პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გაუჩინარებული ბიჭის ბიძაშვილმა დაწერა:
„დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია... ვინ ხარ? რა ხდება“ცნობისთვის, გურიკო დადიანიძის გვერდზე, ბოლო პოსტი 2013 წელს არის გაზიარებული.

წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)