» პოპულარული » ვრცელდება ემოციური კადრები - დაკარგული მამაკაცი, რომელმაც წალენჯიხაში, ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა, ცოცხალი იპოვეს: ცნობილია მისი ვინაობა

ვრცელდება ემოციური კადრები - დაკარგული მამაკაცი, რომელმაც წალენჯიხაში, ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა, ცოცხალი იპოვეს: ცნობილია მისი ვინაობა



ვრცელდება ემოციური კადრები - დაკარგული მამაკაცი, რომელმაც წალენჯიხაში, ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა, ცოცხალი იპოვეს: ცნობილია მისი ვინაობა



ახალგაზრდა მამაკაცი - ირაკლი მაქაცარია, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ სქურში, მდინარეში მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში დედისა და ორი ბავშვის გადასარჩენად შევიდა.

ადგილობრივების ცნობით, მამაკაცმა მათი გადარჩენა შეძლო, თუმცა თვითონ ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

"09.08.2026 წლის და­ახ­ლო­ე­ბით 17:02 სა­ათ­ზე, 112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჯგა­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, კუ­რორტ სქურ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ ოთხი მო­ქა­ლა­ქე გა­ი­ტა­ცა, მათ შო­რის ორი ბავ­შვი. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის მის­ვლი­სას სამი მო­ქა­ლა­ქის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო 45 წლის მა­მა­კა­ცის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მო­ხერ­ხდა, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და რა დრო­საც იგი ჩქარ­მა დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა.

ხან­გრძლი­ვი და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მა­მა­კა­ცი მდი­ნა­რის მო­პირ­და­პი­რე ნა­პირ­ზე, მთის მხა­რეს ცო­ცხა­ლი იპო­ვეს. მისი გა­მოყ­ვა­ნა წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლეს მაშ­ვე­ლებ­მა და ამ დრო­ის­თვის მო­ქა­ლა­ქე ი.მ. გა­დაყ­ვა­ნი­ლია რუ­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ამ ეტაპ­ზე, ოთხი­ვე მო­ქა­ლა­ქე უსაფრ­თხოდ არის" - წერს ცოტ­ნე შო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+