» პოპულარული » რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც კახეთში, ქორწილის დროს სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა - "გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო აგარანის მამულის ვიდეო-კამერის ჩანაწერს"

რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც კახეთში, ქორწილის დროს სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა - "გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო აგარანის მამულის ვიდეო-კამერის ჩანაწერს"



რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც კახეთში, ქორწილის დროს სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა - "გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო აგარანის მამულის ვიდეო-კამერის ჩანაწერს"



"გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო აგარანის მამულის ვიდეო-კამერის ჩანაწერს. ჩანაწერში ვხედავთ, რომ 18.07.2026 წელს კამერის დროით 20:15:20 საათზე, ქორწილის სტუმრების ყურადღებას იქცევს მათ ზემოთ მყოფი რუსი
დამსვენებლების ქმედება.

სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა ტურისტებმა მეფე-დედოფლის მისამართით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა) და შემდგომ სხვადასხვა პროვოკაციული შეძახილი.იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში
მყოფმა სტუმრებმა არ მიაქციეს სათანადო ყურადღება, ამაზე გაღიზიანებულმა რუსმა ტურისტებმა მე-3 სართულიდან დაიწყეს გაურკვეველი სითხეების გადმოსხმა.ვიდეო-კამერის ჩანაწერში, კამერის დროით 20:16:34 საათზე ნათლად ჩანს, რომ მომღერალ ალექსანდრე (ელგუჯა)

მრელაშვილს და ქორწილის ორგანიზატორს მარიამ ომანაძეს გადაესხათ ზემოდან გადმოსხმული გაურკვეველი სითხე, რომელიც ასევე ჩაისხა ალექსანდრე მრელაშვილის წინ მდგარ მუსიკალურ აპარატში, რამაც გამოიწვია აპარატის დაზიანება.სწორედ ზემოთ დაფიქსირებული

მომენტიდან იწყება რუსების მხრიდან პროვოკაცია.აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირია უცხო ქყეყნის, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქეების მიერ წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით მოქმედების ფაქტი, კერძოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში აკეთებენ

დაზღვევას, ხოლო სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აწყობენ დანაშაულის პროვოკაციას, თავიანთ მახეში აგებენ მსხვერპლს, რომელსაც უბიძგებენ დანაშაულის ჩადენისკენ, რათა სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვონ დაზარალებულის სტატუსი და ამის შემდეგ, საკუთარ

ქვეყანაში დაბრუნებისას, დაზღვევისგან აინაზღაურონ დიდი ოდენობით თანხები.," - წერს ადვოკატი ლაშა კაპანაძე და კახეთში, ქორწილში მომხდარის ვიდეოს აქვეყნებს.


წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+