სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
გიორგი ჭიღლაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ვიდეო: "რადიო თავისუფლება"
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)