"გზა, სადაც დედა-შვილი, ანა და მართა დაიღუპნენ. გზა, რომელიც მკვლელობის ადგილად იქცა" - ამის შესახებ ჟურნალისტი გოგა აფციაური სოციალურ ქსელშიწ ერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, 13 ივლისს, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე "ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)