ნიკა გვარამიამ ნინი ბადურაშვილის
ახალ სიმღერას "ლამაზების პრეზიდენტო" პოსტი მიუძღვნა.ნიკა გვარამის პოსტის საპასუხოდ, ნინი ბადურაშვილი
„პრაიმტაიმთან“კომენტარს აკეთებს და ამბობს:
„მისი ეს პოსტი წაკითხული არ მქონდა, ახლა გავეცანი თქვენი მეშვეობით, არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად.ფიქრობს, რომ ყაველაშვილს მივუძღვენი ეს სიმღერა? ძალიან სასაცილოა, იეთიმ გურჯის ულამაზესი პოეზიიდან ერთ-ერთი ტექსტია, რაზეც შექმნა ეკამ სიმღერა. რა შუაშია მიხეილ ყაველაშვილი, ან მიხეილ სააკაშვილი. სპილოს მოგონება ბუზისგან, - აი ,ეს არის.ეს არის ძველი იეთიმ გურჯის ლექსზე შექმნილი სიმღერა. არავის არ ეძღვნება და, უბრალოდ, სასაცილოა, თუ ვინმემ ჩათვალა, რომ მე მივუძღვენი რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას. მიკვირს, რატომ წავიდა ასეთ პროვოკაციაზე?!“წყარო: primetime.ge/
კომენტარები (0)