მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს სათაურით „ყიფშიძის ქუჩის ტანჯვის სერიიდან“.
ნინი ბადურაშვილი აღნიშნულ კადრებში თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობასა და მშენებლობებზე საუბრობს:
„დილიდან რომ გამოდიხარ და ძალიან ბევრი საქმე გაქვს და ამ დროს ყიფშიძის ქუჩა – გადატენილი, გაჭედილი… კიდევ ერთი შუქნიშანი დაგვემატა, უკან კიდევ ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყეს.
მე არ ვიცი, რანაირად უნდა მოვიდეთ – ჩვენ ვეღარ მოვდივართ სახლში, მაგრამ, სავარაუდოდ, თქვენც ვეღარ მოხვალთ, თუ რაღაც არ მოხერხდა და ამ საცოდავ ქუჩას არ ეშველა. კიდევ მშენებლობაა, რა კარგია, ისე მაინტერესებს, რას ვაპირებთ ეს ხალხი? როგორ ვაპირებთ სახლში მოსვლას?“, – ამბობს ნინი ბადურაშვილი აღნიშნულ ვიდეოში.
კომენტარები (0)