სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის შვილი ალექსანდრე ერაძე სპორტულ ჟურნალისტს, დიმა ობოლაძეს მიმართავს.ალექსანდრე ერაძის განცხადება ეხება 2022 წელს ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დავით ერაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს და ამ კომენტარის გამო ატეხილ აჟიოტაჟს."იუთუბზე" ლაივი არხ "ლაი-ლაი"-ზე, რომლის წამყვანი ნოდარ სიმსივე და დიმა ობოლაძე არიან, ხალხი სთხოვდა აზრის დაფიქსირებას ამ მოვლენებთან მიმართებაში და დააფიქსირეს კიდევაც. თავიდან დიმა არ იყო მოსული და მისმა შვილმა და ნოდარმა ეს სიტუაცია ახსნეს და თქვეს, რომ მათ არ მოეწონათ არც "იმედზე" დადებული ქარდი და არც ის, რაც მამაჩემთან მიმართებაში ხდება ბოლო წლების განმავლობაში და ისიც კი თქვა დიმას შვილმა, რომ ეს უკვე მას აღარც კი უკვირს, რაც ძალიან სამწუხაროა…ასევე ახსნეეს "მეგობრობა", "კოლეგები" და მოკლედ…
მოვიდა ბატონი დიმა და ფაქტობრივად, რაც ნოდარმა და დიმას შვილმა ისაუბრეს იმის საპირისპირო აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ არაფერი "დასაცავი" არ აქვს თურმე მამაჩემს და თურმე საგინებელი და "მიწადასაყრელიც" ყოფილა მამაჩემი და ღირსიც ყოფილა ამ ყველაფრის.
ასევე დიმამ თურმე უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მას როდესაც "აბულინგებდნენ", თურმე როგორ არ დაწერა მამაჩემმა სტატუსი და რატომ არ გამოექომაგა დიმას…
დიმას მე არ ვიცნობ ახლოდან და არც მაქვს სურვილი გავიცნო, თუმცა ვიცი ის მიზეზები, რატომაც შენ მამაჩემის თვალში ნული ხარ და ასეც იქნები! შენ ყველაზე მთავარში ჩაიჭერი მამაჩემთან, რაც კაცობა არის… მე აღარ გავაგრძელებ, რადგან მამაჩემის მაგივრად არ ვაპირებ ვისაუბრო..." - წერს ალექსანდრე ერაძე სოციალურ ქსელში.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)