საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი
ბუდუ ზივზივაძე ეხმიანება "ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სიტყვა არ მისცა.
"სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, - განაცხადა ზივზივაძემ. მის კომენტარს "იმედი" ავრცელებს.
ცნობისთვის, ამ თემაზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა დიმა ობოლაძემაც."ახლა მოვრჩით საღამოს და სქრინებს მიყრიან, ბუდუს ვუთხარი მე თურმე, სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? მსგავსი არაფერი არ ყოფილა, საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან.
შეიძლება სხვას ვუთხარი. უნდა გამოსულიყო ლევან კობიაშვილი სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება მას ვუთხარი.
მახსოვს მას ვკითხე, სიტყვით არ გამოდიხარ? და (პასუხი იყო) არა. მორჩა ეგ იყო და ეგ,
რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რას იგონებთ?!
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)