» პოპულარული » UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი

UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი



UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი



UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. FBI-მ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებაზე თავდასხმის გეგმის საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები UFC-ის ღონისძიების დროს მაღალი თანამდებობის პირებზე თავდასხმას ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონებისა და სნაიპერების გამოყენებით გეგმავდნენ.
 
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში, რაც მაქსიმალურ სასჯელს ითვალისწინებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მანამდე დაკავებულ ხუთ მამაკაცს ბრალი წარედგინა თავდასხმის დაგეგმვაში.
ხელისუფლების განცხადებით, გეგმა დროულად აღკვეთეს.

FBI-ის მასალების მიხედვით დაკავებულები არიან: ტაისენ პროპერი - გამოძიების ვერსიით, თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. მის სახლში ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ათასობით ვაზნა და ტაქტიკური აღჭურვილობა. მისი სავარაუდო სამიზნე კონგრესის რამდენიმე წევრი იყო.
ბრაიან როა - კალიფორნიაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მისგან ამოიღეს შაშხანა, პისტოლეტი, საბრძოლო აღჭურვილობა, ვაზნები და სხვა მოწყობილობები.

მაიკლ თომასი - ბრალდების მიხედვით, მონაწილეობდა თავდასხმის ორგანიზებაში და დაშიფრულ ონლაინ ჩატებში განიხილავდა დრონებისა და სხვა აღჭურვილობის შეძენის საკითხებს.

დენიელ ესკრიჯი - გამოძიების ცნობით, ის აშშ-ის სენატორებსა და სხვა გავლენიან პირებზე შესაძლო თავდასხმებს გეგმავდა.
აბრაამ ალვარესი - გამოძიების ინფორმაციით, დაშიფრულ ჩატებში „შეპარდის“ ფსევდონიმით მოქმედებდა და სავარაუდოდ, ჯგუფის კოორდინაციასა და თავდასხმის დაგეგმვაში წამყვან როლს ასრულებდა.


წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+