ახალი დეტალები თორნიკე რიჟვაძის საქმეზე - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ გასროლამდე "ქართული ოცნების" მოქმედი მაღალჩინოსნის ალეკო ახვლედიანის სახლში, საგარეჯოში სუფრა იყო გაშლილი.
წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ თორნიკე რიჟვაძის გარდა შემთხვევის ადგილზე სულ მცირე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.
ვინ არიან ეს პირები, ამ დროისთვის TV პირველისთვის უცნობია, ამ დროისთვის ჩვენთვის გაურკვეველია, ისიც, მისცეს თუ არა ჩვენება პოლიციას სუფრის წევრებმა.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)