ნინა დრამამ ქართველ გულშემატკივრებს ახალი "დრამა“ დაუდგა. ამჯერად ინფლუენსერი სომხეთში იმყოფება, სადაც UFC-ის მებრძოლი, არმან ცარუკიანი მასპინძლობს. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ცარუკიანი ნინას ასე მიმართვას - "სამწუხაროდ, ილიამ წააგო და მე ძალიან დამწუხრებული ვარ, ნინაც ძალიან დამწუხრებულია. ის ისეთი დამწუხრებულია, რომ საქართველოში წასვლა მოუნდა“.რის შემდეგაც ჩანს, რომ ცარუკიანი და ნინა იცინიან, რაც ისე აღიქმება, რომ თითქოს ინფლუენსერი ილიას დასცინის. ამ რეაქციამ, რომელიც ბევრმა ილია თოფურიას მისამართით პირდაპირ დაცინვად აღიქვა, ქართულ ინტერნეტსივრცეში ნამდვილი აფეთქება გამოიწვია.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)