» ჯანქი » "მერაბს ხვდები?" - როგორ უპასუხა ნინა დრამამ ფანის კითხვას და რას ამბობს საქართველოზე?

"მერაბს ხვდები?" - როგორ უპასუხა ნინა დრამამ ფანის კითხვას და რას ამბობს საქართველოზე?



"მერაბს ხვდები?" - როგორ უპასუხა ნინა დრამამ ფანის კითხვას და რას ამბობს საქართველოზე?



ნინა მა­რია და­ნი­ე­ლი, ცნო­ბი­ლია იგი­ვე "ნინა დრა­მა" ჟურ­ნა­ლის­ტი და UFC-ს პრო­მო­უ­ტე­რია, რო­მე­ლიც ქმნის სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ კონ­ტენტს MMA-ს შე­სა­ხებ.
ის და UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რე­ბი არი­ან.

ცოტა ხნის წინ, ნინა მე­რაბ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი იმა­ზეც სა­უბ­რობს, რომ მათ სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­მა­ნი აქვთ, თუმ­ცა ნინა ამას უარ­ყოფს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნი­ნამ ლა­ივ­ში ფა­ნე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. ერთ-ერთი კი­თხვა მე­რაბ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბო­და.

"მე­რაბს ვხვდე­ბი? - არა. ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია კი­თხვაა...

ბევ­რი ამ­ბობს, რა­ტომ წა­ვიდ­ნენ ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლა­დო. და­სას­ვე­ნებ­ლად არ ვყო­ფილ­ვართ. წლე­ბის წინ მთხო­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მეც დავ­თან­ხმდი. მე­რა­ბის გუნ­დმა ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გუნდთან შე­ა­თან­ხმა. ბრძო­ლი­დან ორი დღის შემ­დეგ ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვე­დით.

ყო­ველ­თვის მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა. დიდი მხარ­და­ჭე­რა მქონ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან. ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბად იქცა... ძა­ლი­ან გა­ვერ­თეთ.

ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­ზე­ზი სა­ქარ­თვე­ლოს ნახ­ვა იყო, მისი სი­ლა­მა­ზის, მისი კულ­ტუ­რის... ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან თბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხია. ძა­ლი­ან მინ­და, რომ უკან დავ­ბრუნ­დე", - ამ­ბობს ნინა დრა­მა.
წყარო: ambebi.ge


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+