გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან კოსმოსურ მოვლენებზე ისაუბრა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დედამიწა ამჟამად უარყოფით ენერგოველშია, თუმცა წინ საკრალური და უმნიშვნელოვანესი პერიოდი გველოდება.
ასტროლოგის განმარტებით, ტყუპების ნიშანში მომხდარი ახალმთვარეობის გამო, კირჩხიბები და ტყუპები განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან.
კირჩხიბებისთვის ეს პერიოდი საკმაოდ მძიმეა, კრიზისის პიკი დღეს, დილის 07:00 საათზე დაფიქსირდა, თუმცა მდგომარეობა ნელ-ნელა გადაივლის.
17-დან 27 ივნისამდე - წლის საუკეთესო პერიოდია! ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და დასრულება სწორედ ამ დღეებში უნდა მოასწროთ.
20 ივნისს - ასტეროიდი ქირონი კუროს ნიშანში გადადის, რაც სამყაროში ფინანსური სამართლიანობის პრინციპებს დაამკვიდრებს.
21 ივნისს (კვირას), 12:26 საათზე - მზე კირჩხიბის ნიშანში გადადის. ეს არის ზაფხულის მზებუდობა - საკრალური, პორტალური დღე, წლის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. ცაგარელის რჩევით, ამ დროს უნდა ჩამოწეროთ თქვენი ოცნებები, დღეში რამდენჯერმე წარმოსახვით წაიკითხოთ, რადგან იდეების რეალიზების უდიდესი შანსი არსებობს.
გაფრთხილება! კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. აკონტროლეთ წნევა და მიიღეთ მედიკამენტები!
ნახეთ, ვიდეო:
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)