ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
ქრისტიანულ სამყაროში ბავშვის ნათლობა მთელი ოჯახისთვის წმინდა დღესასწაულია. ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა თავად ნათლიის არჩევას აქვს.
ნათლიდედა და ნათლიმამა ის ადამიანები არიან, რომლებიც პატარას სულიერი ცხოვრების დაწყებაში და ცდუნებების დაძლევაში უნდა დეხმარნონ. აქედან გამომდინარე, ნათლიის არჩევა ბავშვის მთელ მომავალ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა ნათლიად არჩევა არ შეიძლება ან არ არის რეკომენდებული.
უამრავი კითხვა ჩნდება - ვის შეუძლია და ვის არა ბავშვის მონათვლა. მაგალითად, შესაძლებელია, რომ ბავშვის ნათლია დეიდა, მამიდა, ანდაც ბიცოლა იყოს? და აი, რას ამბობს მოძღვარი:
„ერთადერთი, ვისაც არ შეუძლია, ეს არიან მშობლები. დანარჩენი, ხორციელი ნათესავიც რომ იყოს, შეუძლია ბავშვის მონათვლა.“
კომენტარები (0)