» ჯანქი » "არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს მაღალი ტემპერატურის დროს" - ექიმი მაია ხერხეულიძე

"არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს მაღალი ტემპერატურის დროს" - ექიმი მაია ხერხეულიძე



"არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს მაღალი ტემპერატურის დროს" - ექიმი მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვის ცივი წყლით დაზელვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიდგომა შეცდომაა, რადგან ცივი წყალი  სისხლძარღვებს ავიწროვებს:

„ცივი წყლით დაზელვა ან ცივი საფენების გამოყენება მაღალი ტემპერატურის დროს არ არის რეკომენდებული. ცივი წყლის მოხვედრაზე სისხლძარღვების შევიწროვება  ხდება, ამან შეიძლება კიდევ უფრო დიდი გადახურება მოგვცეს ჩვენ.   ტემპერატურა, შესაძლოა, გაიზარდოს, ბავშვმა დაიწყოს კანკალი და მოიმატოს  სითბომ. დაზელვას აქვს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ თბილი წყალი. სხვა მინარევების გამოყენება არ არის საჭირო. მცირე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება სპირტის და ალკოჰოლის გამოყენება  დასაზელად. შესაძლოა, ალკოჰოლმა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ბავშვებში  ძალიან კარგად არის განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელი, რის გამოც  კანიდან მარტივად ხდება ყველაფრის შეწოვა. მოზრდილებთან შედარებით  ბავშვებში სამჯერ-ოთხჯერ უფრო მაღალია კანზე მოხვედრილი ნივთიერებების  შეწოვა.“

მაია ხერხეულიძის თქმით, თუ ბავშვს კიდურები ცივი აქვს, თბილ წყალში ხელის ან ფეხის ჩაყოფა მის მდგომარეობას გააუმჯობესებს:

„თუ დედა ხედავს, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს გაყინული აქვს  კიდურები, ამ დროს შეიძლება, რომ მას თბილ წყალში ჩავაყოფინოთ ხელი და  ფეხი, დავზილოთ თბილი წყლით, რათა სისხლძარღვები ოდნავ მაინც გავაფართოვოთ. ამით სითბოს გაცემას  გავაძლიერებთ და ბავშვს გადახურებას ავარიდებთ. არ შეიძლება მაღალი  ტემპერატურის დროს ბავშვის ჩაფუთვნა ზედმეტად. ტანსაცმელი უნდა იყოს ძალიან თხელი, რომ ბავშვმა ადვილად გასცეს სითბო.

„რეკომენდაციაა, რომ მივცეთ გაზრდილი რაოდენობით სითხე. შეიძლება ბავშვი საკვებს არ იღებდეს დიდი რაოდენობით, ესეც დაცვის რეაქციაა, რომ ორგანიზმი მეტი ენერგიით ებრძოლოს დაავადებას და არ დახარჯოს ეს ენერგია საკვების გადამუშავებაზე. სითხის მიღებას ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს მეტი სითხე იკარგება და გაუწყლოვება არ  უნდა განვითარდეს."
წყარო: momsedu.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+