სალომე გოგიაშვილი რუსთავი2-ზე “პროფილის” ფორმატის გადაცემის წამყვანი ხდება. სატელევიზიო შოუს სახელია “ამბავი”. “ამბავი, რომელმაც შეცვალა, ატკინა, გააძლიერა და შექმნა ის ადამიანი, ვინც დღეს ხარ სწორედ აქ არის სივრცე, სადაც ნამდვილ ისტორიებს ხმამაღლა ჰყვებიან!” – ნათქვამია გადაცემის აღწერაში. ახალი გადაცემის დაწყებას ტელეწამყვანი მაია ასათანი გამოეხმაურა, რომელიც “პროფილის” ავტორი და წამყვანი წლების განმავლობაში იყო.
კომენტარები (0)