» პოპულარული » ქსელურ მარკეტებში, 15 პროდუქტს ფასი დააკლდა - ფასდაკლებული პროდუქტების სია

ქსელურ მარკეტებში, 15 პროდუქტს ფასი დააკლდა - ფასდაკლებული პროდუქტების სია



ქსელურ მარკეტებში, 15 პროდუქტს ფასი დააკლდა - ფასდაკლებული პროდუქტების სია



ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით, - განაცხადა „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.

მისი თქმით, პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც სასურსათო კალათაში განთავსებულ პროდუქტზე განისაზღვრება, გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე ეს სტანდარტული ფასდაკლების დროს ხდება.

ოცესზე გაცილებით მაღალი ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენი საშუალო ფასდაკლება ყოველთვის არის 30-35%-მდე თუმცა ასეთ პროდუქტებზე შესაძლებელია, რომ გაცილებით მაღალიც იყოს“, - განაცხადა ანა გახარიამ.

ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.

საოჯახო კალათში შედის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, რძის პროდუქტი და ქათმის ხორცი. ამასთან, კომპანიები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ, თუ რა ტიპის ფასდაკლებები და შეთავაზებები აქვთ მომხმარებელთან.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+