» ჯანქი » მკაცრი დიეტა საჭირო არ არის - გახდომაში კვერცხი დაგეხმარებათ: დადასტურებულია კვლევით

მკაცრი დიეტა საჭირო არ არის - გახდომაში კვერცხი დაგეხმარებათ: დადასტურებულია კვლევით



მკაცრი დიეტა საჭირო არ არის - გახდომაში კვერცხი დაგეხმარებათ: დადასტურებულია კვლევით
წონის დაკლების მსურველთა ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ის არის, რომ მკაცრი დიეტებით უნდა იწამონ თავი, წერს გამოცემა The Sun-ი დიეტოლოგებსა და ენდოკრინოლოგებზე დაყრდნობით.

სპეციალისტების თქმით, მკაცრი დიეტა თავიდან ნამდვილად მუშაობს — ორგანიზმი იღებს ნაკლებ კალორიებს და წონაც თითქოს იკლებს. მაგრამ როგორც კი ადამიანი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, დაკარგულ კილოგრამებს ისევ ძალიან სწრაფად იკრებს. უფრო მეტიც, საბოლოოდ სასწორზე კიდევ უფრო მაღალი ციფრები დაიწერება, ვინაიდან მკაცრი შეზღუდვებით დასტრესილი ორგანიზმი მთელი დიეტის განმავლობაში გულმოდგინედ ინახავს ცხიმებს.

დიეტოლოგები დიდი ხანია მივიდნენ კონსენსუსამდე: წონის დასაკლებად საჭიროა ჭამა! ოღონდ რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს და მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს ქათმის კვერცხი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ კვერცხს, ნაკლებად განიცდიან ჭარბი წონისა და სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის მაღალი დონის პრობლემებს. სისხლძარღვების დასაცავად და წვრილი წელის შესანარჩუნებლად, მკვლევარების თქმით, რეკომენდებულია ქათმის კვერცხის კვირაში სამჯერ ჭამა.

საქმე ისაა, რომ:

ქათმის კვერცხის ცილას აქვს ამინომჟავების ოპტიმალური შემადგენლობა, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა ადამიანის ორგანიზმის ცილის ამინომჟავურ შემადგენლობასთან;კვერცხის გულის ფოსფოლიპიდებს ლიპოტროპული ეფექტი აქვს — აუმჯობესებს ცხიმის მეტაბოლიზმს და ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას.

ამასთან, ირკვევა, რომ ქათმის კვერცხი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალის ორგანიზმისთვის.

როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რონი ენტონი ამბობს, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც კვერცხს ჭამდნენ, გაცილებით ნაკლებს იწონიდნენ, ვიდრე ის ქალები, რომლებიც უარს ამბობდნენ ამ პროდუქტზე, თანაც მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ ბევრ კალორიას იღებდნენ და არ იცავდნენ სპეციალურ დიეტებს.

ქათმის კვერცხის სხვა სარგებელი

ქოლინითა და ფოსფოლიპიდებით მდიდარი კვერცხის გული აქვეითებს ანთებით ბიომარკერებს. ამიტომ ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკისგანაც იცავს ორგანიზმს და ამასთან ცხიმების დაშლაშიც ეხმარება მას.

გარდა ამისა, კვერცხი:

აჩქარებს მეტაბოლიზმს. მრავალწლიანმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ჭამენ ქათმის კვერცხს, იშვიათად აქვთ ნივთიერებათა ცვლის პრობლემები.ეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებას. ერთი კვერცხი შეიცავს სელენის რეკომენდებული დღიური ნორმის თითქმის მეოთხედს — 22%-ს. ეს ნივთიერება აუცილებელია იმუნური სისტემისა და ფარისებრი ჯირკვლისთვის.აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას. საქმე ისაა, რომ კვერცხი შეიცავს B-ჯგუფის უამრავ ვიტამინს, განსაკუთრებით B2-სა და B5-ს. ეს ვიტამინები აუცილებელია იმისთვის, რომ კანი იყოს გლუვი, თმა არ გათხელდეს და ფრჩხილები არ აიფცქვნას.შეგინარჩუნებთ მხედველობას. კვერცხში შემავალი ორი ანტიოქსიდანტი — ლუტეინი და ზეაქსანტინი მახვილი მხედველობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ისინი ასევე ამცირებენ კატარაქტის განვითარების რისკებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის.

წყარო: ​sputnik-georgia.com​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+