» პოპულარული » “რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბო­დე სასმლით” – თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს

“რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბო­დე სასმლით” – თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს



“რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბო­დე სასმლით” – თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს



“ბოლო სამი თვეა, ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს. ასე ცუ­დად არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, ამა­საც გა­დავ­ლა­ხავ.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, რაც არ გა­და­მი­ლა­ხავს. ასე­თი მშვი­დი და ჩუმი, და­მან­გრევ­ლად ჩუმი დეპ­რე­სია თუ მექ­ნე­ბო­და, არ მე­გო­ნა, მაგ­რამ მოხ­და.
არ და­ვი­წყებ იმის ძი­ე­ბას, თუ ვისი ბრა­ლია. თქვენც ნუ და­ი­წყებთ იმის ძებ­ნას, თუ ვინ არის დამ­ნა­შა­ვე, არა­ვინ არა­ფერ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ, რად­გან არა­ვი­სი ბრა­ლი არ არის. მი­ზე­ზებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ეს დამ­თავ­რდა, აქამ­დე მის­ვლა იყო რთუ­ლი. წერ­ტი­ლის დას­მის მერე არის სიმ­შვი­დე, მაგ­რამ ეს არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სიმ­შვი­დე. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მე­გობ­რებს, ვინც ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ა­რეს. არ მე­გო­ნა, თუ ასე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.
მე მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი არა­ფერ­ში და­მი­და­ნა­შა­უ­ლე­ბია, ის მე­სა­მე არა­ფერ შუ­ა­შია, თუმ­ცა წელს რა­საც ვუ­ყუ­რე და ვნა­ხე შემ­თხვე­ვით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გო­ნა­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბო­დე სასმლით. მაგ­რამ ის გოგო არა­ფერ შუ­ა­შია, ჩვე­ნი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მყა­რად… დამ­თავ­რდა ეს ის­ტო­რია, ჩვე­ნი 12-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­თავ­რდა”, – ამ­ბობს თა­მუ­ნა მუსერიძე ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ყოფილ მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან განქორწინების შესახებ ისაუბრა. 
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელით გვიზიარებს იმ ემოციას და რთულ მდგომარეობას, რომელიც ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე, მეუღლესთან დაშორების შემდგომ აქვს 

„ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით ამოვხსენი… რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის…

შარშან ხომ ისე ვიყავი, რაღაცნაირად მობილიზებულად… არ ვიყავი ასე. ამ ისტორიამ ნაკუწებად დამამსხვრია… ალბათ, ახლა ერთად მოგვიწევს ფენიქსის დაბადების ყურება და, რადგან ძალიან ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში, ერთად ვასწავლით ერთმანეთს, როგორ შევაკოწიწოთ ჩვენი თავი…

საიდან და როგორ იწყება ეს ყველაფერი არ ვიცი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ასეთი მდგომარეობა არ მქონია, დიდი ხანია არავის დავშორებულვარ, 13, 14 წელია… მაგრამ, რაღაცნაირად ერთმანეთს ვასწავლით და ერთად გავივლით იმ გზას, რასაც საკუთარი თავის დაბრუნება ჰქვია!

აი აქ, ყელში მაქვს რაღაც გაჩხერილი, მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი! აუცილებლად დავდგები ფეხზე და ერთი წამით არ განვიხილავ, რომ დეპრესიაში ჩავვარდები“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+