ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე "ბაიერნთან" ფრედ 1:1 ითამაშა და ვინაიდან პირველი შეხვედრა 5:4 ჰქონდა მოგებული, ფინალში გავიდა, სადაც 30 მაისს "არსენალს" დაუპირისპირდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი სპორტული გამოცემები ქართველის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რადგან მას მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა. sports.ru-მ სოციალური ქსელებიდან "ბაიერნის" გულშემატკივრების კომენტარები ამოკრიფა, სადაც ისინი ხვიჩას შესახებ საუბრობენ და მის შესანიშნავ ასპარეზობას უსვამენ ხაზს.
- Miasanrot_92, Reddit (r/fcbayern), 05/06/2026: "ხვიჩა უბრალოდ რობოტია. პირველ მატჩში დუბლი შეგვისრულა, ახლა კი მესამე წუთზე ასისტი მიითვალა. ის ფეხბურთელი არ არის, ის გერმანული გუნდების განადგურების მანქანაა".
- Der_Kommissar, Twitter/X, 05/06/2026: "მე ის მძულს (კვარაცხელია). არა, მე აღფრთოვანებული ვარ. არა, ისევ მძულს. როგორ შეიძლება ერთდროულად ასე ძალიან გიყვარდეს ფეხბურთი და ასე ძალიან იტანჯო ერთი ლურჯფორმიანი კაცის გამო?!".
- HolgerBadstuberFan, BayernZone, 05/06/2026: "პსჟ-მა მასში 80 მილიონი გადაიხადა?! - უფასოდ წაუყვანიათ! ასეთი გონებამახვილური თამაში დამატებით ანაზღაურებას მოითხოვს. ლაიმერს მომავალ სეზონამდე მასზე კოშმარები დაესიზმრება".
გააგრძელეთ კითხვა
კომენტარები (0)