» პოპულარული » ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია



ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია



ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამირან ბუტურიშვილი ავრცელებს.
პოსტს გთავაზობთ უცვლელად :
გარდაიცვალა
თემურ მაისურაძე
(1959-2026)
თემურ მაისურაძე დაიბადა 1959 წლის 24 ივლისს, ასპინძაში.
1987 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით.
1990 წელს დაამთავრა ქალაქ როსტოვის საკავშირო კვალიფიკაციის ინსტიტუტი. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტურა. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „უპირატესობის მენეჯმენტი“. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული კომიტეტის წევრი, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი.
თემურ მაისურაძე იყო 167 ნოვაციის და გამოგონების ავტორი (ნოვაციების და გამოგონებების 80 % დანერგილია. მათი უმრავლესობა გამოყენებულია სამხედრო ავიაციაში. ამით ის მსოფლიოს ერთეულ მეცნიერთა შორის შედის). თემურ მაისურაძის გამოგონებები დაპატენტებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში.1998-2000 წლებში მიწვეული იყო იორდანიაში, ერაყში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში.
1990-იან წლებში თანამშრომლობდა NASA-ს სამეცნიერო ჯგუფთან. იყო ასოციაციის „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ ექსპერტი. ამჟამად, თემურ მაისურაძის უახლესი გამოგონებები რკინიგზის, მშენებლობის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებით, განიხილება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში.
1980-90-იან წლებში თემურ მაისურაძე იყო მსხვილი მეწარმე და მეცენატი. მის სახელს უკავშირდება ბევრი სასიკეთო ქველმოქმედება საქართველოში: პირველი ეროვნული გვარდიის დაფინანსება სოლიდური თანხით; ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლების დაფინანსება; ამავე წლებში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაცია; სხვადასხვა კვლევითი ლაბორატორიის ტექნიკით აღჭურვა; საუკეთესო სტუდენტების წახალისება და ა.შ.
თემურ მაისურაძე იყო ქართული ინჟინერიის აკადემიის აკადემიკოსი, ავიაციის ინჟინერი, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრისა და “Fab Lab” -ის ხელმძღვანელი.
თემურ მაისურაძის ღვაწლი ძალიან დიდია საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე.
___________
პანაშვიდები: ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ოჯახში.
მისამართი: მუხიანი, იოსებ ნონეშვილის ქუჩა 10, მერვე სადარბაზო, პირველი სართული.
დაკრძალვა შაბათს, 9 მაისს 14:00 სთ. სიონის საკათედრო ტაძრიდან.
თემურ მაისურაძე დაიკრძალება მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+