თურქულმა საფეხბურთო კლუბმა "გიულსპორმა" საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. გუნდის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდული შემადგენლობის 18 ფეხბურთელი გაყიდა, მიღებული ფულით კი 10 თხა შეიძინა. ახლა კლუბი თხის რძის გაყიდვით დამატებითი ფინანსების მოზიდვას გეგმავს. პირველ წელს "გიულსპორის" მესვეურები დაახლოებით 700 ევროს მიღებას ვარაუდობენ. თხის რძის გაყიდვისგან შემოსული ფული "გიულსპორის" საჭიროებებს მოხმარდება. "ჩვენ მეტი შემოსავალი გვექნება. გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდით და ქვეყნის წარმოებაშის მცირე წვლილი შევიტანეთ. გეგმის მიხედვით, 6 წლის შემდეგ ჩვენ უკვე 140 თხა გვეყოლება", - განაცხადა ბიუქლებებმა. |
კომენტარები (0)