» პირადი ცხოვრება » „რატომ არ მომტყდა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი... დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება“ – არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ნეკა დოროყაშვილი ამხილა

„რატომ არ მომტყდა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი... დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება“ – არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ნეკა დოროყაშვილი ამხილა



„რატომ არ მომტყდა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი... დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება“ – არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ნეკა დოროყაშვილი ამხილა
„ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, ნეკა დოროყაშვილის განცხადება, „თურმე უპატონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ”მოყვარულ” ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყვა ცოლად, თავი გადადო და ვარსკვლავად აქცია“ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „ნიკოლოზ ბასილაშვილს 19 წლის ასაკში რუსეთი სთავზობდა მარია შარაპოვასთან ერთად გამოსვლას, ემირატებისგანაც მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა და ავჭალაში ასფალტზე აგრძელებდა ვარჯიშს, სადაც მისი მეტოქე ბეტონის კედელი იყო“.

„მელაძის შოუ ნეკა დოროყაშვილის შესრულებით.

თურმე ნიკა ბასილაშვილს სანამ ცოლად გაჰყვებოდა ნიკა ყველასათვის უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი იყო და მან გახადა ვარსკვლავი...
ნეკაჯან სანამ შენ გაგიცნობდა 19 წლის ნიკას რუსეთი სთავაზობდა მისი სახელით გამოსვლას, მოსკოვში სახლს და კარგ სავარჯიშო პირობებს მარია შარაპოვასთან ერთად... ნიკამ მოსკოვი და მარია შარაპოვა უარით გაისტუმრა. ემირატებისგანაც ჰქონდა შეთავაზება, მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მათი სახელით უნდა ეთამაშა ”მოყვარულ” ჩოგბურთელს... ისინიც უარით გაიუსტუმრა და თბილისში, ავჭალაში ასფალტზე აგრძელებდა ვარჯიშს, სადაც მისი მეტოქე ბეტონის კედელი იყო. მაშინ ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო და ამიტომ მახსოვს ყველაფერი დეტალებში. უქალბატონესო თურმე უპატონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ”მოყვარულ” ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყევით ცოლად, თავი გადადეთ და ვარსკვლავად აქციეთ. თურმე ბატონ ნოდარს შვილი არ გაუზრდია და ამერიკაში ჩოგბურთის აკადემიას შენ უხდიდი ფულს. უქალბატონესო ნეკა! ნოდარ ბასილაშვილის ოჯახი, მეუღლით და ორი შვილით ნიკოლოზით და თენგოთი, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, სიყვარულით და თავისი მენტალიტეტით, როგორც ყველა ქართული ოჯახი. მეცოდები ნეკა! საშინელი შურისძიების ეშმაკით ხარ შეპყრობილი. შენ რომ გისმენდი მელაძის შოუში, მეგონა საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰყვებოდი. დედამთილი, ბატონი ნოდარი, ნიკა და თენგო თურმე შენი წამებით იყვნენ დაკავებულნი. რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი. შურისძიების ეშმაკით ხარ შვილო შეპყრობილი. შეინანე ნეკა! დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება. ჩემზე კარგად იცი, ნიკა ძალიან მგძნობიარეა, კარიარას უსპობ და იმ ავადსახენებელ სიტყვებს უსრულებ რომ დაჰპირდი: დედას …. შენი უსასტიკესი მტერი ვიქნები და არასდროს გაგახარებო!
ნეკა დღეს გიყურე. როგორც მამა, როგორც ბერი, გაკიცხვის მაგივრად საშინლად შემეცოდე. აჯობე შენ თავს და მოიშორე შურისძიება. შეინანე, ისევ შენი თავისთვის. შვებას ვერსად იპოვი და მთელი ცხოვრება უბედური იქნები. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ლუკასთვის გააკეთე“, – წერს ანთიმოზ ივერიელი.

წყარო: resonancedaily.com/i

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+