,,ოცნების” ყოფილი წევრმა, ვატო შაქარაშვილმა „უცნობის“ გადაცემაში უკრაინის ხელისუფლებაზე თქვა, რომ ისინი მოდელირებულ რეალობას ქმნიან.
-ომის გახანგრძლივებისთვის კეთდება ყველაფერი და არა მშვიდობისთვის, რომ უკრაინა გადარჩეს და არ იყოს შეწირული გაუგებარი ინტერესებისთვის. ამ ომის საზღვრები რომ გაფართოვდეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
არესტოვიჩი თავისი პირით ამბობს, რომ ჩვენ ვფიქრობდით საქართველოს ომში ჩართვასო. უკრაინის ომის სცენარი რომ მიმდინარეობდა, ამ სცენარში გაითვალისწინეს საქართველო და გადაწყვიტეს, ჩვენი ქვეყანაც ყოფილიყო მონაწილე. ამ პროექტის ფარგლებში გამოგზავნილ იქნა კონტრაბანდის სახით სააკაშვილი.
საქართველოში დახვდათ ,,ოცნების” ხელისუფლება და ამაზე გიჟდებიან. არადა დავალებით იყო გამოგზავნილი, რომ ომი გაეჩაღებინა. მარიუპოლი უნდათ თბილისში და არ გავაკეთებინებთ მაგათ ამას. ეს არის ერთი დიდი პროექტი, რომლის საცეცები არიან უკრაინაში და საქართველოში. მათ უნდათ ომი ამ ქვეყანაში. ეკა გიგაურიც იმ პროექტიდან იღებს ხელფასს.
არესტოვიჩი და მისი ძმანი არიან საქართველოსთან ცივი ომის რეჟიმში. მე არ ვიყავი მომხრე ჩვენი დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის. ამ ჩასვლის მერეც გაასმაგდა ბრძოლა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე არაადეკვატურები არიან, რა დონეზე მოდელირებული რეალობა აქვთ, რომ არ უშვებენ ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტს და მეორე დღეს იღებენ რუს ბიზნესმენს კობა ნაყოფიას, – განაცხადა შაქარაშვილმა.
-წავიდეს ეს არესტოვიჩი, ხოშიანად ცეკვავს ქალის კაბაში, კიდევ ის, პრეზიდენტად რომ ჰყავთ, ხოშიანად აკეთებს – ია კაკატ ხაჩუო. მშვენივრად გამოდიოდათ და წავიდნენ, – ჩაერთო საუბარში გაჩეჩილაძე, რაზეც შაქარაშვილმა უპასუხა:
-ეკა გიგაურს უნდა ვუპასუხო, რომ თუ რამეა გაურკვეველი, ეს მათი სქესია.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)