» ჯანქი » ოსი ჯარისკაცების ნაწილმა იარაღი დაყარა და უკრაინიდან გამოიქცა

ოსი ჯარისკაცების ნაწილმა იარაღი დაყარა და უკრაინიდან გამოიქცა



ოსი ჯარისკაცების ნაწილმა იარაღი დაყარა და უკრაინიდან გამოიქცა
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, ოსი ჯარისკაცების ქმედებებს, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ ეხმაურება.

არსებული ინფორმაციით, ოსეთის ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს და უკრაინის ომიდან სახლში დაბრუნდნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ჯარისკაცების ნათესავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, რათა დაძაბული ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს.

„ჩვენ ყველას შეშფოთებული ვართ ჩვენი ჯარისკაცების ქმედებით, რომლებიც ომის ზონიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. არავის აქვს უფლება დაგმოს ეს ბიჭები ან დაადანაშაულოს ისინი სიმხდალეში. აუცილებელია, გავიგოთ მომხდარის ძირეული მიზეზები. ყველას და განსაკუთრებით ჩვენი ჯარისკაცების ნათესავებს ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან, რომლის პროვოცირებასაც ახდენენ. ამან შეიძლება მხოლოდ ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯარისკაცებს და გაართულოს ისედაც დაძაბული ვითარება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენ ბიჭებს მიაყენონ შეურაცხყოფა და თითოეული მათგანისთვის ვიბრძოლებთ“, - აღნიშნავს კოკოითი.

კოკოითი იმედოვნებს, რომ სამხედროები საბრძოლო ზონაში დაბრუნდებიან და რუსეთს დონბასის გათავისუფლებაში ისევ დაეხმარებიან. „უნდა გვახსოვდეს, რომ ასობით ჩვენი მებრძოლი ახლა საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება და გმირულად ასრულებს თავის მოვალეობას. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ბიჭები, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ, შეძლებენ დაბრუნდნენ სპეცოპერაციის ზონაში და დაეხმარონ რუსეთს დონბასის გათავისუფლებაში. ჩვენ უნდა დავიცვათ ყოველი სიცოცხლე“, - აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი.

 წყარო: ​droni.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+