» ჯანქი » ქართველმა გოგონამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ახლა უკრაინაში იბრძვის - ვინ არის 27 წლის თელაველი მებრძოლი?

ქართველმა გოგონამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ახლა უკრაინაში იბრძვის - ვინ არის 27 წლის თელაველი მებრძოლი?



ქართველმა გოგონამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ახლა უკრაინაში იბრძვის - ვინ არის 27 წლის თელაველი მებრძოლი?
27 წლის ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრია. ომის დაწყებისას ის ბერლინში, ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში, ექიმად მუშაობდა. ამჟამად კი უკრაინაში ცხელ წერტილში იბრძვის.

„პროფესიით ექიმი ვარ. უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ საველე მედიცინის კურსები გავიარე, მაგრამ იარაღის აღებაც მომიწია. გამოგვყავს დაჭრილი ბავშვები, ქალები და მოხუცები. ზუსტად ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებს. რუსები ყველას განურჩევლად ხოცავენ და ამ ყველაფრის განცდა ჩემთვისაც ყოველდღიურობად გადაიქცა. 

ჯიბეში ორი პაკეტი მიდევს – ერთი დაჭრილის დასაფარებლად და მეორე დაღუპულებისთვის. ჩემთან ერთად არის 26 წლის ლაგოდეხელი გოგოც. აქ ყველას ერთმანეთის სიცოცხლე გვაბარია. ყოველდღე ინტენსიური დაბომბვები მიდის. ამბობენ, რომ რუსებს ჩვენს შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვთ, ამიტომ ადგილსამყოფელის დასახელებისგან თავს შევიკავებ. დედა ემოციურად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას – უკრაინაში წამოსვლის შესახებ. ჩემი ძმა ამერიკაშია და ზუსტად ვიცი, რომ შეეძლოს ჩემს გვერდით იქნებოდა“,– ამბობს ქართველი მებრძოლი გოგონა.
ქეთი ლეშკაშელი რუსეთში დაიბადა და ორმაგი მოქალქეობა ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

წყარო: ​resonancedaily.com/​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+