» ჯანქი » აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც მედიკამენტებს იაფად შეიძენთ

აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც მედიკამენტებს იაფად შეიძენთ



აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც მედიკამენტებს იაფად შეიძენთ
ჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, წამლების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს და „იმპექსი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. ერთი მედიკამენტი – „ქსარელტო“ არის ხელმისაწვდომი „GPC”-ს და „ფარმსახლი“-ს მთელ ქსელში.
„თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-ამდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში. 

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე : https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/28.03.22.pdf

წყარო: ​trialeti.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+