» ჯანქი » რა ღირს კორონას პირველი წამალი, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში და 90%-ით ამცირებს სიკვდილიანობას?

რა ღირს კორონას პირველი წამალი, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში და 90%-ით ამცირებს სიკვდილიანობას?



რა ღირს კორონას პირველი წამალი, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში და 90%-ით ამცირებს სიკვდილიანობას?
„ფაიზერის“ მიერ წარმოებული, 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას, მას შემდეგ რაც მისი მიღება დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილ პირველი პრეპარატ – პაქსლოვიდთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეპარატს ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია უკვე მიანიჭა.
როგორც ზაზა წერეთელმა აღნიშნა, მისი მიღება პაციენტმა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად, მას შემდეგ, რაც დაუდასტურდება კორონავირუსი და გამოუვლინდება სიმპტომები.

„ეს არის პირველი წამალი, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში და როგორც კი პირველივე სიმპტომი გამოჩდება და მაშინვე დაიწყებ მის მიღებას  – 5 დღის განმავლობაში, 3 აბი დღეში, როგორც აღმოჩნდა ძალიან ეფექტურია და 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას. მართალია ამ მომენტისთვის ძვირი ღირს ეს კურსი – 500 დოლარი ღირს, მაგრამ მას შემდეგ რაც წარმოება გაიზრდება და გავრცელდება ეს წამალი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი ფასი ნელ-ნელა დაიკლებს. როგორც აღინიშნა, ეს მედიკამენტი მუშაობს „ომიკრონზე“,- განაცხადა ზაზა წერეთელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

fortuna.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+