პალმისტიკა – ერთ-ერთი უძველესი მკითხაობის მეთოდია. იგი ემყარება ადამიანის ხელის გულებზე არსებული ხაზების ინტერპრეტაციას.დღესდღეობით ხელზე მკითხაობა ბოშებს, სიყალბესა და ხრიკს უკავშირდება. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში გადასცემდნენ ერთმანეთს ხელის გულზე არსებული ხაზების გაშიფვრის საიდუმლოებას. ამ სტატიის დახმარებით, ჩვენც შემოგთავაზებთ პალმისტიკის საიდუმლობას.
აირჩიე ხელიპალმისტიკაში ითვლება, რომ ქალების მარჯვენა ხელზე შესაძლებელია წავიკითხოთ, თუ როდის დაიბაიდა იგი, ხოლო მარცხენაზე – რისი გავლა მოუწევს მას ცხოვრებაში.
კაცებისათვის კი პირიქით არის – მარცხენა ხელით ვგებულობთ როდის დაიბადა იგი, ხოლო მარჯვენა ხელის საშუალებით – თუ რა ელოდება ცხოვრებაში.
ძირითადი ხაზებიგულის ხაზი – ეწოდება ხელის გულის ზევით არსებულ ჰორიზონტალურ ხაზს, რომელიც თითების ხაზებად გადადის.
მთავარი ხაზი – შუა ხაზი, საჩვენებელი თითის სახსრიდან დიაგონალზე.
ცხოვრების ხაზი – მესამე ხაზი, დიდი თითის მახლობლად, რომელიც ასევე დიაგონალზე გადის.
ბედის ხაზი (ყველას არა აქვს) – მოთხე ხაზი, რომელიც ხშირად გადაკვეთს ორ ან სამ ხაზს.
გულის ხაზიგულის ხაზი აჩვენებს ემოციურ სტაბილურობას, სასიყვარულო პერსპექტივებს, დეპრესიას და გულის შესაძლო დაავადებებს.
მთავარი ხაზი – მთავარი ხაზი ასახავს ადამიანის შესაძლებლობებს, კომუნიკაციის უნარს, ინტელექტსა და ცოდნის წყურვილს. თუ მთავარი ხაზი ტალღოვანია, იგი მიუთითებს ადამინის შემოქმედებით ხასიათზე, ხოლო თუ სწორია, მაშინ გამოხატავს პრაქტიკულობასა და სტრუქტურულ მიდგომას.
ცხოვრების ხაზი – ეს ხაზი ასახავს ფიზიკურ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს. თუ ეს ხაზი გრძელი და ღრმა არის ესე იგი ადამიანს, ძლიერ სიცოცხლისუნარიანობა აქვს, ხოლო თუ მრუდია – მიუთითებს მის ენერგიულ ცხოვრებაზე.
ბედი ხაზი – ეს ხაზი გვიჩვენებს თუ რამდენად არის დამოკიდებული ადამიანი გარე ფაქტორებზე. თუ ბედის ხაზი ღრმა არის, ეს მიუთითებს ადამიანის ძლიერ დამოკიდებულაბს ცხოვრების მიმართ, ხოლო თუ მოწყვეტილია, მაშინ მის ცხოვრებაში დაიწყება ისეთი ცვლილებები, რომლებიც გარე ფაქტორებს შეცვლის.
გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრების განმავლობაში ჩვენს ხელის გულებზე არსებული ხაზები მუდმოვად იცვლებიან, შესაბამისად ეს იწვევს ჩვენი ცხოვრების ცვლილებას.
წყარო
კომენტარები (0)