» ჯანქი » "სერიოზულ უბედურებაში ვართ...ხალხო, ესჭირს 15,18 19 წლის ბავშევბს!!!" - ექიმი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

"სერიოზულ უბედურებაში ვართ...ხალხო, ესჭირს 15,18 19 წლის ბავშევბს!!!" - ექიმი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს



"სერიოზულ უბედურებაში ვართ...ხალხო, ესჭირს 15,18 19 წლის ბავშევბს!!!" - ექიმი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
ექიმი, ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ნარკოდამოკიდებულ და პიროვნული აშლილობის მქონე თინეიჯერი პაციენტების მომრავლებას ეხება.

"დავწერე ,წავშალე ბევჯერ არ ვიცი რა ხდება ჩვენ თავს ასეთი უბედურება. ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი, რა გავეკთო, რა მოვიმოქმედო, ვის ვუთხრა, რა გამოსვალი არის ამ სიტუაციიდან? მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა, არ ვიცოდი. იმდენი რამე მაქვს ნანახი, მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე პაციენტი ვნახე ძაან პატარები ასაკით, ნარკოტიკზე დამოკდებული უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის ქცევის და პიროვნული აშლილობებით, ზოგის ისტორია მოვისმინე და

ერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის. ეს არ გაჩერდება, მე მგონი და არც ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ. რისი ბრალია მკითხვათ - კი, აი, იმის რაც ხდება, სრული ჰაოსი ქუჩაში, სახლებში დანგრეული ოჯახები, გაურკვევლი ქცევა, რომელიც რას გავს არ ვიცი, რა სახელი დავარქვა: ბულინგი, აგრესია, ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება. ხალხო, ეს ბავშვებს ჭირთ - 15,18 19 წლის ბავშევბს!!! არ ვიცი, რა უნდა გავკეთოთ. მე ცოტა შევიშალე, მგონია, ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი, როგორ უნდა დავეხმარო ოღონდ მართლა. ერთი ვიცი ზუსტად, რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას, ეს ძაან მძიმე შედეგებს მოგვიტანს. შემდეგ 5 წელიწადში აღარაფერს ვამბობ პანდემიის შედეგებზე, რომელსაც კიდე წინ გვაქვს პოსტკოვიდურ პერიდში -ალკოჰოლიზმი ნარკომანია, ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები - ეს კიდე წინ გავქვ.ს პირველად სასოწარკევთილი ვარ და მართლა არ ვიცი, რა უნდა ვუშველოთ ამ ყველაფერს. ბეწვის ხიდზე დავდივართ და ჩვენი შვილების და შვილიშვილევის ჯანმრთელიბაზეა საუბარი, მენტალურ ჯანმრთელიბაზე", - წერს ზურა სიხარულიძე.

წყარო:  ​tia.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+