» ჯანქი » ვინ არის ქალი, რომელიც გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსვერპლა

ვინ არის ქალი, რომელიც გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსვერპლა



ვინ არის ქალი, რომელიც გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსვერპლა



გუშინ გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, ლალი პაპიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამსახურიდან სახლში მიმავალ ახალგაზრდა ქალს მანქანა ტროტუარზე დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

„მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. მძღოლი “ბასლეინზე” მოქროდა გიჟივით, ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე, საშინელება იყო ამ კადრების ნახვა. მთელი ღამე ამ გოგოს საცოდაობაზე და მის ოჯახზე მეფიქრებოდა. სამსახურიდან გამოვიდა, იქვე “კარფურში” მუშაობდა თურმე. 2 მეტრის მოშორებით მოდიოდა თანამშრომლებთან და ეს ტრაგედია დატრიალდა. მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ – სრულწლოვანი, მაგრამ რომ შეხედავდი, ძალიან ბავშვური. ცდილობდნენ გოგოს გადარჩენას. ხელოვნურ მასაჟს უტარებდნენ კარგა ხანს, რომ გული აემუშავებინათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. თქვეს რომ დაოჯახებულია, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდაო და ასე დააობლეს მისი შვილები. ვუსამძიმრებ ოჯახს. საუბარიც მიჭირს, მიკანკალებს ახლაც მთელი ორგანიზმი”, – ამბობს “კვირის პალიტრასთან“ საუბარში ფაქტის თვითმხილველი.


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+