» ჯანქი » ბოლო 2 დღეში მეოთხე მსხვერპლი, ამჯერად დაღუპულია ქალი - „საშინელი ხმა ჰქონდა, აფეთქება გვეგონა...“

ბოლო 2 დღეში მეოთხე მსხვერპლი, ამჯერად დაღუპულია ქალი - „საშინელი ხმა ჰქონდა, აფეთქება გვეგონა...“



ბოლო 2 დღეში მეოთხე მსხვერპლი, ამჯერად დაღუპულია ქალი - „საშინელი ხმა ჰქონდა, აფეთქება გვეგონა...“



ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს  დაეჯახა. როგორც “სამტრედიის ამბები” თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება,  ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. 

„საშინელი ხმა ჰქონდა, აფეთქება გვეგონა. სამწუხაროდ, ქალი ადგილზე დაიღუპა”,- აცხადებს წყარო გამოცემასთან.

ბოლო 2 დღეში ეს ავარიის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანია. ერთი მათგანი კახეთში დაიღუპა, ერთი - ქუთაისში, ერთი - ქედაში, ერთიც  სამტრედიაში.


წყარო: ​resonancedaily.com​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+