თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის დაშორების შესახებ გავრცელებულმა ვიდეომიმართვამ სოციალური ქსელი ააფეთქა. მიუხედავად იმისა, რომ თამუნამ საზოგადოებას თავისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის შესახებ ამცნო, მეგობრების მხარდაჭერამ და იუმორმა ტელეწამყვანი გაამხიარულა.
განსაკუთრებული გამოხმაურება მსახიობ ნანუკა გულუას შეტყობინებას მოჰყვა, რომელზეც თამუნა მოგვიანებით გამოქვეყნებულ ვიდეოში სიცილით საუბრობს.
"აი, ახლა ყველაზე მეტად მინდა, რომ ნანუკა გულუა დავიჭირო და შუაზე გავგლიჯო. მესიჯს მწერს, კახა კაშია წინასწარ ვცემე, რომ არ მიღალატოსო,“ - ამბობს თამუნა.
ნანუკა გულუა და კახა კაშია წლებია დაქორწინებულები არიან და სამ შვილს ზრდიან.შეგახსენებთ, რომ თამუნა მუსერიძემ "ინსტაგრამ სთორიში" ვრცლად ისაუბრა 12-წლიანი ურთიერთობის დასრულებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "დამანგრევლად ჩუმი დეპრესია" აქვს, ზუსტად იცის, რომ ამ ეტაპსაც გადალახავს. რაც შეეხება დაშორების მიზეზებს, თამუნამ მესამე პირის გამოჩენაზეც გააკეთა მინიშნება, თუმცა დასძინა, რომ კონკრეტულ ადამიანს არაფერში ადანაშაულებს.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)