"ილია თოფურიამ არაერთხელ დააფიქსირა მკვეთრად კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დღეს ვნახეთ როგორ ჩაიხუტა კალაძემ. აჩვენებენ საკუთარ ბაბლს, რომ ყველა წარმატებული ადამიანი მათთანაა", - ამის შესახებ ჟურნალისტი
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და საუბრობს იმაზე თუ რა განსხვავებაა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსა და ხელისუფლებას და მათ მხარდამჭერებს შორის.
"მინდა ჩვენს და ქოცებს შორის სხვაობა განახოთ.
ჩვენ თუ ვინმე გვაწყენინებს მაშინვე მიწაში ვდებთ, ანათემას გადავცემთ და მერე ვკითხულობთ, უი მერყევი ნაწილიც კი არ მოდის ჩვენკენ. არადა, წინა დღით დავანახეთ მიწაში როგორ ჩავდეთ ადამიანი, რომელიც უბრალოდ ისეთი მკვეთრი არ იყო განცხადებაში, როგორიც გვინდოდა ყოფილიყო.
გააკეთებს ვინმე განცხადებას და ვიწყებთ, აუუუ, სთორი კი არა ჩამოვიდეს აქ დადგეს!
ძმაო, ხანჯალს ვერ ვხედავ განცხადებაში.
ილია თოფურიამ არაერთხელ დააფიქსირა მკვეთრად კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დღეს ვნახეთ როგორ ჩაიხუტა კალაძემ. აჩვენებენ საკუთარ ბაბლს, რომ ყველა წარმატებული ადამიანი მათთანაცაა.გვესმის სანქციები და ვიწყებთ ქვეყნების დაწუნებას, ამბის ისე მიღებას, გეგონება ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს, ისინი შეხვდებიან ვიღაც მეასე ხარისხოვან დიპლომატს და წარმატებად ასაღებენ.
კობახიძის რენდომ ფოტოებს ბუსტავს პროპაგანდა და ჩვენ არ ვიმჩნევთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, რაც ჩვენებს აქვთ.
სორი გაიზ, მაგრამ უნდა მეთქვა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
- ცნობისთვის, თბილისში მყოფი UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ილია თოფურია დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, ასევე ვეტერან ფეხბურთელს, გიორგი ქინქლაძეს შეხვდა. თოფურიამ კალაძეს სამახსოვროდ საჩუქარი გადასცა. შეხვედრას მილანის ვეტერანი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტაც ესწრებოდა. შეხვედრის ამსახველი კადრები კახა კალაძემ და ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)