» ჯანქი » პოლონეთში სასტიკად მოკლეს 38 წლის ქართველი მამაკაცი: ვინ არიან დაკავებულები და რას წერს ადგილობრივი მედია - "ქუჩაში ნახეს ნაცემი... აღარ სუნთქავდა"

პოლონეთში სასტიკად მოკლეს 38 წლის ქართველი მამაკაცი: ვინ არიან დაკავებულები და რას წერს ადგილობრივი მედია - "ქუჩაში ნახეს ნაცემი... აღარ სუნთქავდა"



პოლონეთში სასტიკად მოკლეს 38 წლის ქართველი მამაკაცი: ვინ არიან დაკავებულები და რას წერს ადგილობრივი მედია - "ქუჩაში ნახეს ნაცემი... აღარ სუნთქავდა"



პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ გოჟუვ-ვველ­კო­პოლ­სკი­ში (Gorzów Wielkopolski) ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში 38 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, გი­ორ­გი ჭ.-ს, თავს და­ესხნენ, რის შე­დე­გა­დაც იგი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი 24-25 აპ­რი­ლის ღა­მეს მოხ­და. სამი ნაც­ნო­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ე.წ. „კი­ბე­ებ­თან“, დროს ერ­თად ატა­რებ­და და ალ­კოჰოლს მო­იხ­მარ­და. მათ­გან ორმა იქვე გამ­ვლელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მა­მა­კაცს ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში სას­ტი­კად სცემ­დნენ.

  • ცნო­ბი­ლია, რომ მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი გი­ორ­გი ჭი­ლაშ­ვი­ლია, ის თე­ლა­ვი­დან იყო.

ღა­მის 02:00 სა­ა­თის­თვის პო­ლი­ცი­ამ მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და არ სუნ­თქავ­და. ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იგი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და სას­ჯე­ლი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ორი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა: 25 წლის გრა­ცი­ან ფ. 23 წლის მარ­ტინ კ. ორი­ვე მათ­განს ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რე­ბენ, სა­სა­მარ­თლომ მათ 3-თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებს არ გა­აჩ­ნი­ათ მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და სა­მუ­შაო. პო­ლო­ნუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჯგუ­ფურ ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რა­საც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი მოჰ­ყვა, დამ­ნა­შა­ვე­ებს 2-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.




წყარო: ​ambebi.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+