თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს
„თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მისი სიხარულის გაზიარებისთვის გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ სიყვარულისთვის. ისეთი მადლიერი ვარ თქვენი, რომ ჩემი სიტყვები არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც ვგრძნობ თქვენს მიმართ. ყოველი კომენტარისთვის, სტატიისთვის, სტატიის ქვედა კომენტარებისთვის, პირადი შეტყობინებისთვის… მადლობა რომ იზიარებთ ჩემ სიხარულს, ვერ წარმოიდგენთ ეს ჩემთვის რა არის. ეს ნიშნავს რომ პატარა რაღაც მაინც გამიკეთებია ცხოვრებაში“, – ამბობს თამო.
შეგახსენებთ, რომ თამომ 6-ოთახიანი ბინა შეიძინა
კომენტარები (0)