თამო ვაშალომიძეს ყოფილმა ქმარმა ბინის შემდეგ ავტომობილიც ჩამოართვა
ცოტა ხნის წინ ფოტომოდელი, ინფლუენსერი და „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე მეუღლეს, აკა სამხარაძეს დაშორდა. მას ყოფილი ქმრის სახლიდან გადასვლა მოუწია და შვილებთან ერთად, ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
გარდა ამისა, თამო ვაშალომიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მისმა მეუღლემ მანქანაც დაიბრუნა, რის გამოც მსახიობს ახალი ავტომობილის შეძენა მოუწია:
„ის მანქანა იყო სხვისი, ვისიც იყო კი წაიყვანა. სამაგიეროდ, მშვენიერი მანქანა ვიყიდე. სალონი ისეთი ფერია, როგორიც მქონდა, მიჩვეული ვარ ასეთ მანქანას. ჩვენ ეს გავაკეთეთ, შევძელით“, - ამბობს ვიდეოში თამო ვაშალომიძე.
დაიჯესტი
კომენტარები (0)