ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
"ვალპურგის ღამის უძველესი ტრადიციები: როგორ დავიცვათ თავი ნეგატიური ენერგიისგან
უმჯობესია არ გააკეთო ეს ვალპურგის ღამეს - 30 აპრილიდან 1 მაისამდე!
დაიმახსოვრე, ვალპურგის ღამე მხოლოდ ნაყოფიერების დღესასწაული არ არის, ეს ასევე „არაამქვეყნიური ძალების ღამეა“, ამიტომ:
უმჯობესია არ ისეირნო მარტომ საღამოს 10 საათის შემდეგ. დიდია რისკი, შემთხვევით შეხვდე ადამიანს, რომელიც თავის ნეგატივს შენზე გადმოიტანს.
უმჯობესია არ ჩაიცვა ამ დღეს მუქი, მით უმეტეს - შავი ტანსაცმელი. ეს იმისთვის, რომ ბოროტ ძალებში არ აერიო და ზიანი არ მოგადგეს.
უმჯობესია არ გაუშვა ბავშვები საღამოს გარეთ მარტო, რათა არ შეეჩეხონ ბოროტებას ან უწმინდურ ძალებს.
უმჯობესია არ იჩხუბო, არ იკამათო და არ იჭორაო. ამ დღეს ნეგატიური ენერგიები და ემოციები აუცილებლად მოიზიდავს ცუდ მოვლენებს, რომლებიც კიდევ ძალიან დიდხანს გაგყვება.
სახელწოდების წარმოშობა
სახელი უკავშირდება წმინდა ვალბურგას (ან ვალპურგას), VIII საუკუნის ინგლისელ მონაზონს, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა. მისი კანონიზაცია 1 მაისს მოხდა, რის გამოც წმინდანის ხსენების დღის წინა ღამეს მისი სახელი ეწოდა. ირონიულია, რომ წმინდანის სახელი, რომელიც ბოროტი ძალებისგან დამცველად ითვლებოდა, „კუდიანების საბაბაშის“ სიმბოლოდ იქცა.
კუდიანების ყრილობა ბროკენის მთაზე
გერმანული ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ღამეს იკრიბებიან მსოფლიოს ყველა ჯადოქარი და უწმინდური ძალა ჰარცის მთების უმაღლეს მწვერვალზე - ბროკენზე. ისინი იქ მართავენ დიდ ღრეობას და ზეიმობენ ზამთრის დასრულებას. ეს ლეგენდა უკვდავყო გოეთემ თავის ნაწარმოებში „ფაუსტი“.
ბელტეინი - გაზაფხულის დღესასწაული
ვალპურგის ღამე ემთხვევა კელტების უძველეს დღესასწაულს - ბელტეინს, რომელიც ზაფხულის დაწყებასა და ბუნების გაღვიძებას აღნიშნავდა. ამ დღეს ადამიანები ანთებდნენ დიდ კოცონებს, რაც განწმენდისა და მზის სიმბოლო იყო.
დაცვის რიტუალები და ტრადიციები!
ისტორიულად, ადამიანები სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ბოროტი ძალებისგან თავის დაცვას:
კოცონი და ხმაური: ითვლებოდა, რომ ცეცხლი და დიდი ხმაური (ზარების რეკვა, ყვირილი) აფრთხობდა კუდიანებს.
მცენარეები: სახლის კარზე ჰკიდებდნენ ნაკურთხ ბალახებს ან ეკლიან ტოტებს, რათა უწმინდურ ძალას შიგნით შესვლა გასჭირვებოდა.
საჩუქრები სულებისთვის: სკანდინავიურ ქვეყნებში სახლის წინ ტოვებდნენ კარაქიან პურს (Ankenschnitt), რათა „მოეწყალებინათ“ ღამის მოხეტიალე სულები
თანამედროვეობა!
დღეს ბევრ ქვეყანაში (გერმანია, შვედეთი, ფინეთი) ეს დღე უფრო მხიარულ კარნავალს ჰგავს. ადამიანები იცვამენ კუდიანების ფორმებს, მღერიან საგაზაფხულო სიმღერებს და მართავენ დიდ სახალხო სეირნობებს.
მოიწონე პოსტი ,გააზიარე და დაელოდე მომდევნო პოსტს ,სადაც შემოგთავაზებთ სურვილების უძლიერეს ტექნიკას ამ ღამის რიტუალებიდან", - წერს იოსელიანი.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)