"დღეს ღამე ნიუ იორკის ქუჩებში ვსეირნობდი , დავინახე, თუ როგორ დახტოდნენ ბავშვები მანქანაზე. რომ შემომხედეს შეეშინდათ..."
"დღეს ღამე ნიუ იორკის ქუჩებში ვსეირნობდი. წყალი მომწყურდა და ერთ-ერთ მარკეტში შევედი. უკან გამოსვლისას კი დავინახე, თუ როგორ დახტოდნენ ბავშვები მანქანაზე. რომ შემომხედეს შეეშინდათ, გამოგვიჭირა და ძვირადღირებული მანქანის დაზიანებისთვის დაგვტუქსავსო. მეკი მივედი, თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი - მიდით ბავშვებო, განაგრძეთ თამაში, თქვენი ბედნიერება ყველაფერზე მნიშვნელოვანიათქო. ამ სიტყვებმა ბავშვები ძალიან გაახარა. დიდხანს ვუყურე, თუ როგორ დახტოდნენ ბედნიერი ბავშვები ახალთახალ, ძვირადღირებულ მანქანაზე და შემდეგ წამოვედი… ჩემი მაინც არ იყო და ფეხებზე არ მეკიდა?"
კომენტარები (0)