2026 წლის ზაფხულში ზოდიაქოს ოთხ ნიშანს განსაკუთრებული შანსი მიეცემა, რომ წარმატებას მიაღწიოს. ვარსკვლავური განლაგება იმდენად ხელსაყრელია, რომ ამას სკეპტიკოსებიც კი შეამჩნევენ. ამ ადამიანების გვერდით ყოფნაც კი პოზიტიურად იმოქმედებს თქვენზე, რადგან მათი ოპტიმიზმი გარშემომყოფებზეც გავრცელდება:
მორიელი: ინტუიცია არ გიღალატებთ
თქვენ ისედაც კარგად გრძნობთ ადამიანებს, მაგრამ ამ ზაფხულს ეს უნარი კიდევ უფრო გაგიმძაფრდებათ. ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე ნეპტუნის გავლენით ისეთ რაღაცებს მიხვდებით, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდით.
მაგალითად, ადვილად გაარჩევთ, ვინ არის გულწრფელი და ვინ - არა. შესაძლოა, ძველ დოკუმენტებში რაიმე ღირებული აღმოაჩინოთ ან შემთხვევით ნაყიდმა ლატარიამ მოგება მოგიტანოთ.
ენდეთ თქვენს შინაგან ხმას და რაციონალური ეჭვების გამო მას ნუ ჩაახშობთ. თუ ინტუიცია რაღაცისკენ გიბიძგებთ, აუცილებლად მიჰყევით მას. ოღონდ გახსოვდეთ: როცა წარმატებას მიაღწევთ, მცირედით სხვებსაც დაეხმარეთ. სიკეთის გაზიარება თქვენს იღბალს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ლომი: თქვენი დრო მოდის
ლომებო, 2026 წლის ზაფხული საუკეთესო პერიოდია აქტიურობისთვის. ივლისში მზე და იუპიტერი ერთმანეთთან ძალიან კარგ კავშირს ქმნიან. ეს კი ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს.
ის პროექტები, რომლებიც ადრე გვერდზე გადადეთ, მოულოდნელად ისევ აქტუალური გახდება. შესაძლოა, ძველმა ნაცნობმა თავად შეგახსენოთ თავი. ფინანსური მდგომარეობაც დასტაბილურდება და წინსვლას დაიწყებთ.
განსაკუთრებით წარმატებული იქნება მოგზაურობა. მცირე გასეირნებამაც კი შეიძლება, ისეთი ნაცნობობა მოგიტანოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ყველაფერს ნუ დაგეგმავთ - დატოვეთ ადგილი მოულოდნელობებისთვის, რადგან სწორედ ასე გიპოვით იღბალი. უბრალოდ, ზედმეტად ნუ იტრაბახებთ. სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მეტ წარმატებას მოგიტანთ.
მერწყული: სიურპრიზი წარსულიდან
მერწყულები ხშირად მომავალზე ფიქრობენ, თუმცა ამ ზაფხულს სამყარო წარსულიდან დაგასაჩუქრებთ. ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე რეტროგრადული მერკური თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.
შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ ან შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც დიდი ხნის წინ გქონდათ კონტაქტი და ეს შეხვედრა ახალ საქმეს ჩაუყრის საფუძველს. ასევე დიდია შანსი, მიიღოთ ისეთი შეთავაზება, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე პერიოდი. თქვენი უცნაური იდეებიც კი, რომლებსაც სხვები სერიოზულად არ აღიქვამდნენ, შეიძლება შემოსავლიანი აღმოჩნდეს. დააკვირდით თქვენს ფიქრებსა და დეტალებს - სწორედ მათში იმალება წარმატების გასაღები.
კურო: შრომა დაგიფასდებათ
კუროებო, თქვენი მოთმინება და შრომისმოყვარეობა ამ ზაფხულს შედეგს გამოიღებს. თქვენი მფარველი ვენერა ივნისსა და ივლისში ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ.
თუ რემონტს ან სამსახურის შეცვლას აპირებთ, ახლა საუკეთესო დროა. გაგზავნილი რეზიუმე სასურველ ადგილზე მოხვდება, ხოლო დაწყებული საქმე ახალ ეტაპამდე მიგიყვანთ.
განსაკუთრებით გაუმართლებ მათ, ვინც ხელსაქმითაა დაკავებული ან მომსახურების სფეროში მუშაობს. თქვენი პროფესიონალიზმი ამ პერიოდში ძალიან დაფასდება. ნუ მოგერიდებათ თქვენს შესაძლებლობებზე საუბარი. თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტები - თუ ცხოვრება უფრო მარტივ გზას შემოგთავაზებთ, სწორედ ის აირჩიეთ.
წყარო:
beaumonde.ge
კომენტარები (0)