» ჯანქი » “ვცხოვრობ ისე როგორც მინდა, ვახერხებ და შემიძლია. ეგება თქვენშია პრობლემა და არა მარტო ჩემში. ეგებ თქვენ უფრო უზრდელი ხართ ვიდრე მე” – ზურა შევარდნაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს

“ვცხოვრობ ისე როგორც მინდა, ვახერხებ და შემიძლია. ეგება თქვენშია პრობლემა და არა მარტო ჩემში. ეგებ თქვენ უფრო უზრდელი ხართ ვიდრე მე” – ზურა შევარდნაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს



“ვცხოვრობ ისე როგორც მინდა, ვახერხებ და შემიძლია. ეგება თქვენშია პრობლემა და არა მარტო ჩემში. ეგებ თქვენ უფრო უზრდელი ხართ ვიდრე მე” – ზურა შევარდნაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს



ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ვცხოვრობ ისე როგორც მინდა, ვახერხებ და შემიძლია. მომყავს ის მცენარე რომელიც მინდა და ვყიდი იმ ფასად რა ფასადაც მიმაჩნია რომ უნდა გავყიდო. ჩემს ბაღში შესასვლელი ბილეთიც 5 ლარი მიღირს და ასე ვყიდი. მაქვს ჩემი ინტერესები, ემოციები და იდეები, ზოგი საინტერესო, ზოგი ნაკლებად საინტერესო. მაქვს ჩემი გემოვნება, სტილი, დამოკიდებულებები და აზრი, ჩემთვის ბუნებრივი სხვისთვის შეიძლება არა მისაღები, ამაზეც მე ვიდარდო?
მყავს ბერი მოსწავლე, ზოგი ძალიან ნიჭიერი, ზოგი ნაკლებად..
ჩემს ბაღს ჰყავს ბევრი სტუმარი და გულშემატკივარი, ზოგი გულმხურვალე ზოგი ნაკლებად. ჩემი ბაღის კაფეში გემრიელი, ბუნებრივი კერძებია, ზოგი ძალიან გემრიელი ზოგი ნაკლებად. მაქვს გადაცემა ჩემთვის ძალიან ეროვნული, კეთილი და ადამიანური, ვიღაცისთვის არაა ალბათ ასე, ამაზეც მე ვინერვიულო?
ვწერ ჩემი ბაღიდან ვიდეოებს, ისე როგორც შემიძლია და ვახერხებ, ბევრი მომწონებელი მყავს და ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს რავქნა?
საღამოობით პატარა ტექსტებს ვწერ ისე როგორც შემიძლია, მწერლობაზე და ამისთანებზე პრეტენზია არ მაქვს. ჩემი წიგნები მხოლოდ ჩემს ბაღში იყიდება და არა წიგნის მაღაზიებში, ცუდია ამაში რამე?
მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხალხი და არსად აქაურობის გარდა არ წარმომიდგენია ცხოვრება, ეგება ეგეც არ მოსწონს ვინმეს არ ვიცი.
ჩემი საქმე და საკეთებელი მიყვარს უსაშველოდ, ზოგჯერ ზომაზე მეტადაც, ვისი რა საქმეა?
ვცხოვრობ ისე როგორც ეს მე მინდა და შემიძლია!!!!!!
თქვენ იცხოვრეთ ისე როგორც თქვენ გინდათ და შეგიძლიათ, დაგიშალათ ვინმემ, გაიძულათ ვინმემ რომ მოგეწონოთ, გაიძულათ ვინმემ რომ ესტუმროთ ჩემს ბაღს, იყიდოთ 5 ლარიანი ძვირი ბილეთი, შეიძინოთ ნერგები ძვირად?
თქვენ დათესეთ, მოიყვანეთ და გაყიდეთ იაფად, ან დაარიგეთ უფასოდ როგორც მე მიმითითებს ზოგიერთი. გნებავთ საპონი მოხარშეთ, გნებავთ ქარგეთ და ქსოვეთ, გნებავთ ჩაი გრიხეთ, გნებავთ თიხის ქოთანი აკეთეთ, თესეთ, რწყით, აქუჩქუჩეთ, კონცერტები და ქორწილები მოაწყვეთ და აიღეთ ამ საქმეში გასამრჯელო, გნებავთ ძვირი და გნებავთ სულ არა. გნებავთ სულ არ აკეთოთ არაფერი და მარტო სხვისი ჭკუის სწვლებით იცხოვრეთ, ეს უკვე ჩემი საქმე აღარაა.
ცოტა დაფიქრდით სანამ ჯერერგაგონილ, ყურში არშესაშვებ კომენტარს დაწერთ, ეგება თქვენშია პრობლემა და არა მარტო ჩემში. ეგებ თქვენ უფრო უზრდელი ხართ ვიდრე მე, ეგებ უფრო აუტანელი თქვენი საქციელია ვიდრე ჩემი.
მე ვცხოვრობ ისე როგორც მე შემიძლია და ვახერხებ!!!!!”- წერს ზურა შევადრნაძე.


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+