» ჯანქი » „დიახ, მე დღესაც ჩემი მეუღლის სახლში ვიმყოფები და მანდ ვცხოვრობ... ნუ მიწყვიტავთ მომავალს!" - ლიკა კუჭუხიძე საკმაოდ მკვეთრ მიმართვას ავრცელებს

„დიახ, მე დღესაც ჩემი მეუღლის სახლში ვიმყოფები და მანდ ვცხოვრობ... ნუ მიწყვიტავთ მომავალს!" - ლიკა კუჭუხიძე საკმაოდ მკვეთრ მიმართვას ავრცელებს



„დიახ, მე დღესაც ჩემი მეუღლის სახლში ვიმყოფები და მანდ ვცხოვრობ... ნუ მიწყვიტავთ მომავალს!" - ლიკა კუჭუხიძე საკმაოდ მკვეთრ მიმართვას ავრცელებს



ტრაგიკულად დაღუპული ბაჩო ლასარეიშვილის მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს და საზოგადოების იმ ნაწილს პასუხობს, ვინც მის ცხოვრებასა და მომავალზე კომენტარებს აკეთებს. 

,ბოლო დროს ჩემს პოსტებზე ძალიან ბევრ კომენტარს ვკითხულობ, სადაც ადამიანები ისე საუბრობენ ჩემს ცხოვრებაზე და მომავალზე, თითქოს ზუსტად იცოდნენ რა ხდება ჩემს გულში.

„ახალგაზრდა ხარ, კიდევ შეგიყვარდება“, ,,ახალგაზრდა ხარ მარტივად გადაიტან",
„დრო ყველაფერს კურნავს“, „ცხოვრება წინ გაქვს“.
სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვები მაღიზიანებს და მტკენს.
არ ვიცი რატომ ჰგონია ზოგ ადამიანს, რომ სხვისი ცხოვრების ასე მარტივად შეფასება ან დაგეგმვა შეუძლია. სიყვარული რომ ასე მარტივად იცვლებოდეს, ალბათ ყველა ბედნიერი იქნებოდა.
სამწუხაროდ, ბევრს ისეთი სიყვარული არ გამოუცდია, როგორიც მე და ბაჩოს გვქონდა. ამიტომაც ჰგონიათ, რომ ადამიანი წავა და მისი ადგილი უბრალოდ სხვა ადამიანმა უნდა დაიკავოს.
ჩემი ცხოვრება და ჩემი ბედი მე ბაჩოს დავუკავშირე. ეს იყო ჩემი არჩევანი, ჩემი სიყვარული და ჩემი გზა. ის დღეს აღარ არის ჩემს გვერდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი გრძნობა სადმე გაქრა ან ოდესმე გაქრება.
და კიდევ ერთი რამ მინდა პირდაპირ ვთქვა,
ნუ მასწავლით როგორ უნდა გადავიტანო ჩემი ტკივილი.
ნუ მიყვებით იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩემი მომავალი.
და საერთოდ  სანამ ასეთ კომენტარს დაწერთ, დაფიქრდით, გაქვთ კი უფლება სხვის გულზე და მომავალზე ასე მარტივად ისაუბროთ?
არავინ იცის ხვალ ვის რა მოუვა. სიცოცხლე წამიერია  დღეს ვართ და ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ.
ამიტომ სანამ სხვის მომავალს დაგეგმავთ და მის გრძნობებზე ჭკუის დარიგებას დაიწყებთ, ჯერ დაფიქრდით იქნებ ის ტკივილი, რაზეც ასე მარტივად საუბრობთ, თქვენ საერთოდ ვერასდროს გაიგოთ.
დიახ, ცხოვრება უნდა გავაგრძელო  იმიტომ, რომ დანებების უფლება არ მაქვს, რადგან ჩემ ბაჩოს მე აქედანაც ვჭირდები! ზოგი სიყვარული ერთხელ მოდის.
და ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ასეთი სიყვარული ცხოვრებაში არასდროს გამოუცდია.
ჩემი ცხოვრება ბაჩოს სახელთან ერთად დარჩა.
და ეს არის ის, რასაც ვერავინ შემიცვლის და ვერავინ დამიგეგმავს. 
ამიტომ ერთი თხოვნა მაქვს, 
ნუ მასწავლით ცხოვრებას და ნუ მიწყვიტავთ მომავალს ჩემ მაგივრად! და ხო კიდევ, დიახ, მე დღესაც ჩემი მეუღლის სახლში ვიმყოფები და მანდ ვცხოვრობ",- წერს ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბაჩო ლასარეიშვილი 2025 წლის ოქტომბერში,  აბაშაში მომხდარ უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა. 
ამავე ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა მისი მეუღლე, ლიკა კუჭუხიძეც. 
 წყვილი ახალდაქორწინებული იყო, მათ ქორწილი საბედისწერო შემთხვევამდე 4 თვით ადრე ჰქონდათ.


წყარო: ​resonancedaily.com​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+