» ჯანქი » „უნდა დაგამძიმოთ, შტორმი იწყება... ნოემბერი ძალიან რთულია“ - ცაგარელის საზოგადოებას აფრთხილებს

„უნდა დაგამძიმოთ, შტორმი იწყება... ნოემბერი ძალიან რთულია“ - ცაგარელის საზოგადოებას აფრთხილებს



„უნდა დაგამძიმოთ, შტორმი იწყება... ნოემბერი ძალიან რთულია“ - ცაგარელის საზოგადოებას აფრთხილებს
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელი მძიმე კვირების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. იგი ამბობს, რომ სამყაროში შტორმი იწყება, კოსმოსში კი საომარი ვითარებაა გამოცხადებული.

„ცოტა უნდა დაგამძიმოთ, შტორმი იწყება სამყაროში. კოსმოსში გამოცხადებულია საომარი ვითარება და არა მარტო საქართველოში, ამ არჩევნების შემდეგ, არამედ კოსმოსში. მზე და მარსი ორი მნიშვნელოვანი ენერგიის მატარებელი, ახლა ყველაზე აგრესიულ, ყველაზე წყენიან, შურისმაძიებელ ჯიუტ ნიშანშია, ანუ მორიელში. კვირას მას შეუერთდება მერკური, გონების მმართველი პლანეტა, რომელიც ასევე მორიელში გადავა. ესე იგი, ახლა მორიელის მინდორზე ვართ. გაითვალისწინეთ, თან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც კიდევ უფრო ძაბავს ურთიერთობებს. მზე, მარსი და მერკური 180 გრადუსს შეკრავენ 4-5-6 ნოემბერს, დაუპირისპირდებიან ბოროტ პლანეტა ურანს, რომელიც კუროშია. ეს დაძაბულობა ერთად შექმნის ადამიანებში აგრესიულობას, დეპრესიულ ელემენტებს, კომპლექსებს, შინაგან შიშებს, ამას ემატება არჩევნების შემდგომ რაც ხდება.
ისტორიულად, ნოემბერი საქართველოსთვის ძალიან რთულია: გამოსვლები, მიტინგები, ყოველთვის იძაბებოდა სიტუაცია, იმიტომ, რომ მორიელია ასეთი. ამიტომ ახლა იწყება 3-კვირიანი ძალიან რთული ზონა, რომელიც ითხოვს დიდ ყურადღებას ჯანმრთელობისადმი. ამ პერიოდში, ყველა ქრონიკული დაავადება მწვავდება. ყველას მინდა ვთხოვო, ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ. შემდეგ არავითარი კამათი, საქმის გარჩევა, თავი შეიკავეთ, რადგან არასასიამოვნოდ დასრულდება. ეს არის კოსმიური გამოცდა, იგი ჩვენგან ითხოვს ერთმანეთის პატივისცემას, სიყვარულის განვითარებას, მეგობრულ კონტაქტებს“, - აღნიშნა ცაგარელმა.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+