» ჯანქი » თურქული კინოს ყველაზე უბრალო ვარსკვლავი, რომელიც თავისუფალ დროს მანქანებს რეცხავს

თურქული კინოს ყველაზე უბრალო ვარსკვლავი, რომელიც თავისუფალ დროს მანქანებს რეცხავს



თურქული კინოს ყველაზე უბრალო ვარსკვლავი, რომელიც თავისუფალ დროს მანქანებს რეცხავს



თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის სამ­ყა­რო ჩვე­უ­ლებ­რივ ასო­ცირ­დე­ბა ფუ­ფუ­ნე­ბას­თან, წი­თელ ხა­ლი­ჩებ­თან და მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წერ­ზე გათ­ვლილ „გაპ­რი­ა­ლე­ბულ“ ცხოვ­რე­ბას­თან. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს ზურგს აქ­ცევს. გი­ორ­ქემ სე­ვინ­დი­კი – კაცი, რო­მელ­მაც და­ამ­ტკი­ცა, რომ შე­იძ­ლე­ბა იყო მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი და ამავდრო­უ­ლად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი, რო­მელ­საც ქუ­ჩა­ში, ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ში მო­მუ­შა­ვეს შეხ­ვდე­ბით.


ადა­ნე­ლი ბი­ჭის ოც­ნე­ბა და „მგლე­ბის ხე­ო­ბა“

გი­ორ­ქე­მი 1986 წელს ადა­ნა­ში და­ი­ბა­და. მისი ბავ­შვო­ბა არ ჰგავ­და მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ტი­პურ ის­ტო­რი­ებს. სა­ნამ სხვე­ბი ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, ის თე­ატ­რში „იპა­რე­ბო­და“. სწო­რედ მშობ­ლე­ბის­გან მი­ი­ღო ის მთა­ვა­რი გაკ­ვე­თი­ლი, რაც დღემ­დე მისი ცხოვ­რე­ბის კრე­დოა: „პა­ტი­ვი ეცი ყვე­ლას, მი­უ­ხე­და­ვად მათი პრო­ფე­სი­ი­სა“.


მისი დე­ბი­უ­ტი ლე­გენ­და­რულ სე­რი­ალ­ში „მგლე­ბის ხე­ო­ბა: ხა­ფან­გი“ (Kurtlar Vadisi Pusu) შედ­გა. პუ­შატ ჩა­კი­რის რო­ლით მან მა­შინ­ვე მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა, თუმ­ცა გი­ორ­ქე­მი არ და­ჯერ­და იოლ წარ­მა­ტე­ბას. მან რამ­დე­ნი­მე წელი თე­ატრს და­უთ­მო, რათა ოს­ტა­ტო­ბა და­ეხ­ვე­წა. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა – სე­რი­ალ­მა „პი­რო­ბა“ (Söz) ის ქვეყ­ნის მთა­ვარ „მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან“ ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია.

„მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლე­ბის მეფე“

თურ­ქეთ­ში მას ხში­რად ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ბევ­რი მსა­ხი­ო­ბის­თვის ეს შე­საძ­ლოა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არა გი­ორ­ქე­მის­თვის.


„მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის იმახ­სოვ­რებს, მაგ­რამ თუ შენ შე­ძე­ლი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი ხალ­ხს შე­აყ­ვა­რე, ეს ნამ­დვი­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა“, – ამ­ბობს ის. მისი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა სე­რი­ალ „რა­მოს“ და­ტო­ვე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა. რო­დე­საც სცე­ნა­რის­ტებ­მა მისი პერ­სო­ნა­ჟი, ბოზი, უარ­ყო­ფით გმი­რად აქ­ცი­ეს, გი­ორ­ქემ­მა პრო­ექ­ტი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა. მან ვერ აი­ტა­ნა, რომ მისი გმი­რი მა­ყუ­რებ­ლის­თვის იმედ­გაც­რუ­ე­ბად ქცე­უ­ლი­ყო.

ფა­რუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა: სიყ­ვა­რუ­ლი, კა­მე­რებს მიღ­მა

გი­ორ­ქემ სე­ვინ­დი­კი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ნამ­დვი­ლი „ცი­ხე­სი­მაგ­რეა“. 2020 წელს მან ფა­რუ­ლად იქორ­წი­ნა ცნო­ბილ კა­ლათ­ბურ­თელ კუბ­რა სი­აჰდე­მირ­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ გა­ი­გო, რო­დე­საც წყვილს ვაჟი – მარ­სე­ლი შე­ე­ძი­ნა.


თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იყო, თუმ­ცა 2024 წლის მი­წუ­რულს თურ­ქუ­ლი მე­დი­ა­ში შო­კის­მომ­გვრელ­მა ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და – წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. გი­ორ­ქემ­მა მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა, მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ შვი­ლის გამო ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. ის დღე­საც მარ­ტო­ხე­ლა მა­მაა, რო­მე­ლიც მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს პა­ტა­რა მარ­სელს უთ­მობს.
ვარ­სკვლა­ვი ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ში – მარ­კე­ტინ­გუ­ლი სვლა თუ ცხოვ­რე­ბის წესი?
ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო მა­ინც მისი „ჰო­ბია“. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც გი­ორ­ქე­მი ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ში მუ­შა­ობს ან სა­სა­დი­ლო­ში სტუმ­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.
ბევ­რს ეს პი­ა­რი ეგო­ნა, თუმ­ცა სი­მარ­თლე უფრო მარ­ტი­ვია: გი­ორ­ქემს სძულს „ვარ­სკვლა­ვუ­რი იზო­ლა­ცია“. მას უყ­ვარს უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ­თან ერ­თად ჩაის და­ლე­ვა და მუ­შა­ო­ბა. ის ამ­ბობს, რომ ეს მას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას­თან აახ­ლო­ებს და ეხ­მა­რე­ბა, არ დაჰ­კარ­გოს კავ­ში­რი რე­ა­ლო­ბას­თან.
რას აკე­თებს ახლა?
2023 წლი­დან მან ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო სე­რი­ა­ლე­ბით „ჟარ-ფრინ­ვე­ლე­ბი“ და „ეშ­რე­ფის ოც­ნე­ბა“. ეს უკა­ნას­კნე­ლი მისი კა­რი­ე­რის მწვერ­ვა­ლი გახ­და, სა­დაც კა­დი­რის რო­ლით მან მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა.
ის ისევ ბევ­რს კი­თხუ­ლობს, ისევ გა­ურ­ბის ხმა­უ­რი­ან წვე­უ­ლე­ბებს და ისევ თვლის, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა დი­დე­ბა­ში, არა­მედ შვილ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბულ სიმ­შვი­დე­შია.
წყარო : Ambebi.ge


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+